[[ფაილი:DCUSA.Gallery10.TargetBlackFriday.Wikipedia.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|"შავი პარასკევი" ამერიკის ერთ ერთ მაღაზიაში]]
'''შავი პარასკევი''' -— [[მადლიერების დღე|მადლიერების დღის]] მეორე დღე [[აშშ]]-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი "შავი პარასკევი" [[1966]] წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა [[ფილადელფია|ფილადელფიის შტატი]], და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს. "შავი პარასკევი" ხვდება 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში.