თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 4 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2478876 (translate me)
ხაზი 23:
დაარსების დღიდან კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მცირე საკონცერტო დარბაზის გარდა, რომელმაც ფუნქციონირება [[1904]] წლიდან დაიწყო, [[1941]] წელს აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. როგორც არქიტექტურული ძეგლი, ის შესულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (არქ. შ. თავაძე). სხვადასხვა წლებში კონსერვატორიაში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. 20-30-იან წლებში - ა. გოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი. მოგვიანებით ხშირი იყო გამოჩენილ საბჭოთა შემსრულებელთა - ს. რიხტერის, დ. ოისტრახის, ე. გილელსის, ს. როსტროპოვიჩის კონცერტები. 60-იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გამოსვლების ტრადიცია. დარბაზს ამშვენებს “Alexander Schuke”-ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი [[ორგანი (საკრავი)|ორგანი]], რომლის კურთხევაც მოხდა [[1964]] წელს. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. მისი ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის და გენერალური დირექტორის, მ. დოიჯაშვილის ინიციატივით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დარბაზის აღდგენა-რეკონსტრუქცია. [[1997]] წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელსაც გააჩნია საკუთარი ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, მოძრავი სცენა, საორკესტრო ორმო და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს და ამავე დროს სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[კონსერვატორია|მსოფლიოს ცნობილი კონსერვატორიები]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat-inline|Tbilisi State Conservatoire}}
*[http://www.conservatoire.ge/gist.html თბილისის კონსერვატორიის ვებ-გვერდი]