განედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 12 ნოემბერი, 2013}}
[[ფაილი:Grosskreis.svg|thumb|Вид шара. [[Экватор]] (синий) делит шар пополам и пересекает [[меридиан]]ы (жёлтый) под углом 90°. Все сплошные линии этого рисунка — [[Ортодромия|ортодромии]]. Пунктирные линии — линии одинаковой широты]]
'''განედი''' ([[ლათ.]] Latitudo geographica) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს [[ხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] წერტილების მდგომარეობას ([[გეოგრაფიული კოორდინატები]], [[კორდინატები გეოდეზიაში]]), ციურ სფეროებსა ([[ციური კოორდინატები]]) და [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[პლანეტა|პლანეტების ზედაპირზე]] ([[ჰელიოცენტრული კოორდინატები]], [[სელენოგრაფიული კოორდინატები]], [[პლანეტოგრაფიული კოორდინატები]]). გეოგრაფიული განედი არის [[კუთხე]], რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული [[ეკვატორი]]ს სიბრტყესთან. მანძილი [[ხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] რომელიმე წერტილამდე ეკვატორის [[ჩრდილოეთი]]თ ან [[სამხრეთი]]თ, გამოხატული გრადუსებით. გეოგრაფიულ განედს აითვლიან [[ეკვატორი]]დან ჩრდილოეთით (ჩ. გ.) და სამხრეთით (ს. გ.) 0-იდან 90°-მდე. გეოგრაფიული განედი განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. გეოგრაფიული განედი „φ“ არის კუთხე შვეულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის. ტერმინი „შვეული ხაზი“ აღნიშნავს მიმართულებას სიმძიმის ცენტრისაკენ („ასტრონომიული განედი“) ან პერპენდიკულარს მოცემული წერტილის ზედაპირისკენ („გეოდეზიური განედი“). უკანასკნელ შემთხვევაში „ზედაპირის“ გაგებაში ჩვეულებრივ, იგულისხმება დედამიწის ელიფსოიდის მიახლოებითი ფორმა. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარფეროში]] (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფეროში]] — უარყოფითად. გარდა ამისა, [[ეკვატორი|ეკვატორთან]] მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს“, ხოლო [[გეოგრაფიული პოლუსები|პოლუსებთან]] ახლოს მდებარე განედებს — „მაღალს“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განედი“-დან