Metro (სადიზაინო ენა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
==სახელის ცვლილება==
2012 წლის აგვისტოში, [[The Verge]]-მა (ტექნოლოგიური საინფორმაციო ქსელი) განაცხადა რომ Microsoft-მა დეველოპერებსა და თავის თანამშრომლებს გაუგზავნა შიდა მემორანდუმი, სადაც საუბარი იყო ამ ტერმინის (Metro) "გამოყენების გაუქმებაზე", რისი გადაწყვეტილებაც "მნიშვნელოვან ევროპელ პარტნიორთან მოლაპარაკების" შემდეგ მიიღეს, და რომ ისინი უკვე "მუშაობდნენ ახალ ტერმინზე". სამდენიმერამდენიმე ტექნოლოგიური სიახლეებისა და საინფორმაციო წყარომ ([[Ars Technica]], [[TechRadar]], [[CNET]], [[Engadget]], [[IDG's Network World]], [[Mainstream media]], [[The New York Times]] და [[BBC]]) განაცხადა, რომ პარტნიორი, რომელიც ნახსენები იყო მემორანდუმში, შესაძლოა ყოფილიყო Microsoft-ის ერთერთი სავაჭრო პარტნიორი, გერმანული კომპანია [[Metro AG]], რადგან სახელწოდებები თითქმის ერთი და იგივეა, და რომ ერთნაირ სახელებს ჰქონდა ერთმანეთის სავაჭრო ნიშნის უფლებების დარღვევის პოტენციალი. მოგვიანებით Microsoft-მა განაცხადა, რომ სახელის ცვლილება არ იყო არანაირი დავის ან კონკურენციის მიზეზი, და რომ ეს ტერმინი უბრალოდ ადრეც ჰქონდათ გამოყენებული სხვა შიდა პროექტში, ამიტომ ურჩევნოდათ "Metro"-ს მაგიერ დაერქმიათ "Microsoft-ის სადიზაინო ენა" ("Microsoft design language").
 
[[Wired]]-ის თანამშრომელმა, ალექსანდრა ჩანგმა (Alexandra Chang) გამოთქვა აზრი, რომ ახალ საოპერაციო სისტემაში Microsoft-ს არ სჭიდება ცალკეული დამატებითი სახელი, და ჯობია "Metro"-ს ნაცვლად გამოიყენოს თავად ამ საოპერაციო სისტემის ტერმინი: "Windows 8".