კაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იხ. განხილვის გვერდი
No edit summary
ხაზი 1:
'''კაკი''', ''კახი'', [[საქართველო]]ს ისტორიულ პროვინციის [[ჰერეთი]]ს მნიშვნელოვანი პუნქტი და მხარე ახლანდელი [[აზერბაიჯანი]]ს ფარგლებში. მოიცავს [[კახის რაიონი]]ს ტერიტორიას. ისტორიული პუნქტი კახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. პირველად იხსენიება XI საუკუნის დასაწყისში, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო დაბა.
 
პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც [[1604]] წელს [[ირანი]]ს შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] კახეთის მეფე [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]]-ს [[ჰერეთი]]ს აღმოსავლეთი განაპირა თემი კაკი ჩამოართვა და წახურელ ლეკებს გადასცა. კაკი იყოფოდა 3 ნაწილად: [[კახ-ბაში]], [[კახ-ინგილო]] და [[კახ-მუალი]]. XVIII საუკუნის I მეოთხედში კაკში საბოლოოდ ჩამოყალიბდა წახურელ ლეკთა ე. წ. [[უბატონო თემები]] (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილისა და წახურის), რომელთაც კახეთის სამეფოს საკმაოდ დიდი ნაწილი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს. ასე ჩაეყარა საფუძველი შემდგომი დროის [[ელისუს სასულთნო]]ს, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკი“-დან