ალექსანდრე ბლოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
| გავლენა მოახდინა =
| საიტი = http://az.lib.ru/b/blok_a_a/
| ხელმოწერა = Блок Александр автограф 1921.JPG
| სქოლიო =
}}
ხაზი 37:
==ზოგადი ცნობები==
[[ფაილი:Блок Ал.1910е.JPG|250px|მინიატიურა|ბლოკი 1910-იან წლებში]]
[[ფაილი:Blok leto 1917 Zimny.jpg|250px|მინიატიურა|ბლოკი ზამთრის სასახლეში, 1917 წ.]]
[[ფაილი:Блок Александр автограф стиха К.Чуковскому 1921.JPG|250px|მინიატიურა|ბლოკის ერთ-ერთი ბოლო ლექსი, 1921 წლის მარტი.]]
ბლოკის დედა, ალექსანდა ანდრეევნა [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგი]]ს უნივერსიტეტის ლექტორის ქალიშვილი იყო. ალექსანდრეს დაბადების შემდეგ პოეტის დედა მალე გაშორდა ქმარს, [[ვარშავა|ვარშაველ]] იურისტს ალექსანდრე ლვივიჩ ბლოკს (1852-1909) და 1889 წელს მეორედ გათხოვდა გვარდიის ოფიცერზე. ამავე დროს, შვილს უნარჩუნებდა პირველი ქმრის გვარს. ცხრა წლის ბლოკი დედასთან და მამინაცვალთან ერთად გრენდარულ ბანაკებში დასახლდა, რომელიც პეტერბურგის კიდეში იყო განთავსებული, მდინარე [[დიდი ნევა|დიდი ნევის]] სანაპიროზე. ამავე წელს, ბლოკი მიაბარეს გიმნაზიაში. 1897 წელს დედასთან ერთად საზღვარგარეთ, გერმანიის საკურორტო ქალაქში ბად-ნაუგეიმში გაემზგავრა, სადაც ბლოკმა გადაიტანა პირველი ძლიერი ყმაწვილური სიყვარული ქსენია სადოვსკაიას მიმართ. ამ სიყვარულმა მის შემოქმედებაში ღრმა კვალი დატოვა.
 
Line 60 ⟶ 62:
 
==ავადმყოფობა და სიკვდილი==
[[ფაილი:Blok leto 1917 Zimny.jpg|250px|მინიატიურა|ბლოკი ზამთრის სასახლეში, 1917 წ.]]
ბლოკი ერთ-ერთი იყო პეტროგრადელ პოეტთაგან, რომელმაც რთულად მიიღო [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] მმართველობა, მაგრამ მათთან მუშაობას მაინც დათანხმდა. მმართველებმა ფართოდ დაიწყეს მისი სახელის გამოყენება. 1918 წლიდან 1920 წლამდე მისი სურვილის უკითხავად ირჩევდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე ორგანიზაციებში, კომიტეტებში, კომისიებში. მუდმივად მზრდადმა სამსახურმა პოეტის ძალები შეიწირეს. მას დაღილობაც შეეპარა — ბლოკი თავის იმდროინდელ მდგომარეობას აღწერდა როგორც „მე დამლიეს“. ამითვე აიხსნება პოეტის შემოქმედებითი მდუმარება. ის კერძო წერილში 1919 წლის იანვარს წერდა: „თიქის წელიწადია საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, მე აღარ ვიცი როგორ უნდა ვწერო ლექსი და აღარ ვიცი როგორ ვიფიქრო მათზე“. მძმე დატვირთულმა სამსახურმა საბჭოთა დაწესებულებებში, მშიერ და ცივ პეტროგრადში, საბოლოოდ შეარყია პოეტის ჯანმრთელობა — ბლოკს დაემართა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, [[ასთმა]], თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა დარღვევებმა, 1920 წლის ზამთარში გაუჩნდა [[სურავანდი]]ც.