დიალოგის ფარული [[მიზანსცენა]] პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი "რესპუბლიკა"-ში.
მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად ”მეტაფიზიკურით” აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს.