ერებუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მთა | სახელი = ერებუსი | ფოტო = Mt erebus.jpg | სათაური = | სიმაღ...
 
No edit summary
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''ერებუსი''' (Erebus) — ვულკანი ანტარქტიდაში[[ანტარქტიდა]]ში. ყველაზე სამხრეთით მდებარე მოქმედი ვულკანი დედამიწაზე. სიმაღლე 3794 მ. მდებარეობს [[როსის კუნძული|როსის კუნძულზე]], სადაც ამის გარდა არსებობს 3 ჩამქრალი ვულკანი. აგებულია [[ბაზალტი|ბაზალტებითა]] და [[ტუფი|ტუფებით]]. მთავარი კრატერის დიამეტრია 850 მ, სიღრმე 275 მ, განლაგებულია 3743 მ სიმაღლეზე. მთავარი კრატერის დაბლა მდებარეობს მეორე, შედარებით მცირე კრატერი. ვულკანის კრატერში არსებობს უნიკალური ლავური ტბა. მუდმივი აქტიურობა შეიმჩნევა [[1972|1972 წლიდან]]. კალთებზე ბევრია [[ფუმაროლები]] და [[პარაზიტული კონუსი]], რომლებიც აქტიური კრატერის მსგავსად კენიტური [[ტუფი|ტუფითა]] და [[ლავა|ლავითაა]] აგებული. მოქცეულია დედამიწის ქერქის რღვევების კვეთის ადგილას და წარმოადგენს დედამიწის ეთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. ამ რღვევებიდან პერიოდულად იფრქვევა სიღრმითი აირები, მათ შორის წყალბადი და მეთანი, რომლებიც სტრატოსფეროსთან მიღწევისას ანგრევენ ოზონს. ვულკანის კალთებზე 100 მ სიმაღლეზე ნაპოვნია ზღვის ფაუნისა და ფლორის ნაშთები. ოზონის ფენის მინიმალური სისქე შეიმჩნევა როსის ზღვაზე, სადაც განლაგებულია ვულკანი ერებუსი.
 
მწვერვალზე პირველად ავიდნენ და მიაღწიეს მოქმედი ვულკანის კიდეს ერნესტ შეკლტონის ექსპედიციის წევრებმა 1908 წლის 10 მარტს. გემსა და ვულკანს სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ღმერთის ერების პატივსაცემად. ერებუსი აღმოაჩინა ინგლისურმა ექსპედიციამ პოლარეთის მკვლევარის ჯეიმზ როსის ხელმძღვანელობით 1841 წლის 28 იანვარს. სახელი ეწოდა ექსპედიციის ერთ-ერთი გემის სახელის მიხედვით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერებუსი“-დან