ნიკოლოზ ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
 
'''ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე''' (დ. 9 აპრილი [[1864]], [[შორაპნის მაზრა]], სოფელი [[ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)|ფუთი]] — 13 ივნისი [[1926]], [[ლევილი]], [[საფრანგეთი]]) — ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] (1918-1921 წ.) პარლამენტისა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] თავმჯდომარე.
 
==ადრეული წლები==
 
კარლო ჩხეიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 წელს იგი გარიცხეს ნოვოროსიიკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო.
 
==პოლიტიკური მოღვაწეობა==
 
[[1892]] წელს კარლო ჩხეიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და [[ნოე ჟორდანია]]სთან, [[სილიბისტრო ჯიბლაძე]]სთან, [[ეგნატე ნინოშვილი|ეგნატე ნინოშვილთან]] ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს, ე. წ. [[მესამე დასი|„მესამე დასს“]]. შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად, რომელიც [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] - რსდმპ-ს შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლის ლიდერები იყვნენ [[ლენინი]], პლეხანოვი, მარტოვი და სხვები.
 
[[1907]]-[[1912]] და [[1912]]-[[1917]] წლებში კარლო ჩხეიძე იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიიდან]], სადაც იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა.
 
Line 30 ⟶ 35:
 
[[1918]] წლის აპრილში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]], ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა.
 
[[1919]]-[[1920]] წლებში კარლო ჩხეიძე ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, [[პარიზი]]ს საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი [[ერთა ლიგა]]ში გაწევრიანების საკითხი. ამავე პერიოდში, 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების]] თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, [[პარიზი]]ს საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.
 
[[1921]] წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.
 
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური პარტიები აქტიურად იწვევდნენ კარლო ჩხეიძეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

[[საქართველოს ეროვნული არქივი]]ს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ფონდში დაცულია მასალები 1921 წლის [[დანია|დანიის]] სოციალ-დემოკრატიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კოპენჰაგენის სოციალისტურ კონფერენციაზე და [[ბერლინი|ბერლინში]] „ამსტერდამის პროფესიონალური ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძის მონაწილეობის შესახებ; ინტერვიუები, ფინურ, დანიურ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთების კორესპოდენტებთან; ჩანაწერები ევროპის სოციალისტური პარტიებისა და II ინტერნაციონალის მოღვაწეებთან: ველსთან, [[ჰერმან მიულერი|მიულერთან]], ლობესთან, ებერტთან და სხვა წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ; ამავე ფონდში ინახება 1924 წლის 31 მაისს [[ჟენევა|ჟენევის]] უნივერსტეტში გამართულ მიტინგზე კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი ([[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]]) .
 
კარლო ჩხეიძის ფონდის ემიგრანტული პერიოდის მასალებში ასახული მისი შეხედულებები სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, [[საქართველო]]ს ბედსა თუ უბედობაზე, [[რუსეთი]]ს მიერ ოკუპირებული ქვეყნების თვითგამორკვევასა და გათავისუფლებაზე. ამ მხრივ საყურადღებოა მისი შრომები: „მარქსიზმი და ლენინიზმი“ , „ბოლშევიზმის დახასიათება“ , „ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს“ , სხვადასხვა წერილები, სადაც კარლო ჩხეიძე ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას , ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ , საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი.
 
==უკანასკნელი წლები==
 
ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ [[ლევილი|ლევილში]], ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით [[ჟენევა]]ში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.
 
[[ფაილი:კარლო ჩხეიძე წერილი Karlo chxeidze.jpg|thumb|კარლო ჩხეიძის წერილი]][[1924]]-[[1925]] წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც [[ლევილი|ლევილში]] მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში [[ნოე ჟორდანია]]სა და [[აკაკი ჩხენკელი]]სთვის გაგზავნილი წერილებიდან . შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ [[1926]] წლის 9 ივნისს თავი მოიკლა. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში არავის დასდვათ ბრალი“ . უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. კარლო ჩხეიძე [[პარიზი|პარიზში]], პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. [[საქართველოს ეროვნული არქივი|არქივში]] ინახება მის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოების მიერ სამგლოვიარო წიგნში გაკეთებული ხელმოწერები, უშუალოდ დაკრძალვის ამსახველი 11 ფოტოსურათი და საქმე პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კარლო ჩხეიძის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ.
 
კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მის პირად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდებში . მასალა გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველ ე.წ. „ჰარვარდისა“ და „ლევილის“ დოკუმენტურ კოლექციებში. აღნიშნული კოლექციები 2000 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოიტანა და ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს შესანახად გადასხა პროფესორმა გურამ შარაძემ.
 
==ლიტერატურა==
 
* საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. N 2115 აღწერა
* გიორგი შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბილისი, 2003
Line 51 ⟶ 65:
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:ჩხეიძეები]]
 
 
[[en:Karlo_Chkheidze]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჩხეიძე“-დან