[[ფაილი:Heinrich III. (HRR) Miniatur.jpg|thumb|ჰაინრიხ III]]
'''ჰაინრიხ III''' (*დ. [[28 ოქტომბერი]], [[1017]] ―— †გ. [[5 ოქტომბერი]], [[1056]], [[ბოდფელდი]] ([[ჰარცი]])), [[გერმანია|გერმანიის]] მეფე [[1039]] წლიდან, იმპერატორი [[1046]] წლიდან, [[ფრანკონიული დინასტია|ფრანკონიული (სალიკური) დინასტიის]] წარმომადგენელი, [[კონრად II (სრი)|კონრად II]]-ის ძე. მსხვილ ფეოდალებთან ბრძოლაში ეყრდნობოდა [[მინისტერიალი|მინისტერიალებს]] და რაინდობას. [[1046]]-[[1047]] ილაშქრა [[იტალია]]ში, გადააყენა 3 პაპი და პაპის ტახტზე გერმანელი ეპისკოპოსი დასვა. ჰაინრიხ III მფარველობდა [[კლიუნიელთა ორდენი]]ს საეკლესიო რეფორმებს. იმპერიას დაუქვემდებარა [[ჩეხეთი|ჩეხია]] და [[უნგრეთი]]. მასვე მორჩილებდა ლოთარინგიის საჰერცოგო.