ბიჭვინთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 33 interwiki links, now provided by Wikidata on d:q211318 (translate me)
ხაზი 59:
ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ [[ძვ. წ. II ათასწლეული]]ს II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებული კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია [[სტრაბონი]]ს "გეოგრაფიაში", როგორც "დიდი პიტიუნი". სტრაბონი ემყარებოდა ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის [[არტემიდორე ეფესელი]]ს ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.
 
II-III საუკუნეებიდან ბიჭვინთის ციხეში იდგა რომაელთა გარნიზონი, რომელიც [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს იცავდა მთიელთა შემოსევებისაგან. ბიჭვინთა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი ცენტრი იყო. IV საუკუნის I მეოთხედში აქ საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი [[სტრატოფილე]] [[ნიკეის I მსოფლიოპირველი საეკლესიო კრება|ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების]] (325) მონაწილე იყო. ბიჭვინთა დიდ საეკლესიო ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც.
 
[[აფხაზეთის სამეფო]]ს შექმნის შემდეგ ბიჭვინთაში იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, ხოლო საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV-XVI სს.) - აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიჭვინთა“-დან