მირეია მოსკოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 74:
 
== დაბრუნება ==
[[1978]] წლის 10 ივნისს არიასების წყვილი პანამაში დაბრუნდა, დააარსეს [[პანამის ნდობის პარტია]] , პარალელურად კი ხელი მოჰკიდეს კერძო მეწარმეობას და [[ჩირიკის პროვინცია]]ში გააშენეს ყავის პლანტაცია. 1988 წლის 10 აგვისტოს არნულფო არიასი გარდაიცვალა მირეიამ კი მთლიანად იტვირთა გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკური ხვედრი ისევე როგორც [[კორასონ აკინო|კორი აკინომ]] [[ფილიპინები|ფილიპინებში]] და [[ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო]]მ [[ნიკარაგუა]]ში.
 
არნულფო არიასის გარდაცვალების შემდეგ ნდობის პარტიაზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რის შედეგადაც იგი აღმოჩნდა უმცირესობაში. თუმცა ადვოკატმა [[გილერმო ენდარა]]მ, რომელიც ნდობის პარტიის გენერალური მდივანი იყო არიასის გარდაცვალების შემდეგ [[1989]] წლის მარტში შექმნა [[არნულფისტური პარტია]], რომელსაც ბუნებრივია შეუერთდა მირეია მოსკოზო და მისი გუნდი. სულ მალე არნულფისტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ოთხპარტიული კოალიცია "[[სამოქალაქო დემოკრატიული ალიანსი]]" და [[1989]] წლის 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელეს გილერმო ენდარა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. მირეია მოსკოსო კი [[1991]] წლის 29 სექტემბერს გახდა არნულფისტური პარტიის ლიდერი. მიუხედავად თავისი პოლიტიკური გუნდის ასეთი წარმატებისა მოსკოსო ენდარას მთავრობაში არ შესულა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირეია_მოსკოსო“-დან