შარლ ბოდლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Charles_BaudelaireCharles Baudelaire.jpg|thumb|200px|right|შარლ ბოდლერი, ნადარის ფოტო.]]
'''შარლ პიერ ბოდლერი''' (Charles Pierre Baudelaire; დ. [[9 აპრილი]], [[1821]], [[პარიზი]] ― გ. [[31 აგვისტო]], [[1867]], იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი [[ფრანგები|ფრანგი]] პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
 
== ცხოვრება და შემოქმედება ==
მამა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილე ადრე გარდაეცვალა. მამინაცვალთან დაძაბულმა ურთიერთობამ მძიმე დაღი დაასვა მის ხასიათს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამსახური არ დაუწყია, ოჯახსაც გაერიდა და წერას მიჰყო ხელი. მისი პირველი ლექსები ("ალბატროსი", "კრეოლ ქალს") და სტატიები ფერწერის საკითხებზე 40–იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. პოეტური შეგირდობის პერიოდში გატაცებული იყო [[რონსარი, პიერ დე|პიერ დე რონსარით]], [[მარო, კლემან|კლემან მაროთი]], [[დ'ობინიე, თეოდორ აგრიპა|აგრიპა დ'ობინიეთი]]. ღრმად სწავლობდა [[სტენდალი|სტენდალის]], [[ბალზაკი, ონორე დე|ბალზაკის]] შემოქმედებას, [[განმანათლებლობა|განმანათლებლებ]]ს. მისი ესთეტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს [[სტენდალი|სტენდალმა]], [[ფლობერი, გუსტავ|გუსტავ ფლობერმა]], აგრეთვე [[პო, ედგარ ალან|ედგარ ალან პომ]], რომლის ნაწარმოებების თარგმანსაც ბოდლერმა 17 წელი მოანდომა.
 
1848 წლის რევოლუციის დღეებში ბარიკადებზე იბრძოდა. დაწერა ლექსი "აბელი და კაენი" – ფრანგ. რევოლუციური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში. იბრძოდა [[კონსერვატიული რომანტიზმი]]სა და "[[პარნასი]]ს" [[ესთეტიზმი]]ს წინააღმდეგ. ამ პერიოდის ლექსებში თვალსაჩინოა მისი დაინტერესება სოციალური საკითხებით. მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ე.წ. მეორე იმპერიის დამყარებამ მკვეთრად შეცვალა ბოდლერის პოეზიის განწყობილება. საზოგადოებრივი პროგრესი პოეტისათვის ქიმერად იქცა. თანდათანობით დაიხვეწა ბოდლერის ძირითადი პოეტური კრებულებისათვის ესოდენ დამახასიათებელი სახელწოდებაც: წიგნის სათაურების ვარიანტები ("ლესბოსელი ქალები", "ლიმბები", "ჯოჯოხეთის რკალები") იცვლებოდა შემოქმედებითი ძიების პროცესში, ვიდრე 1857 წელს გამოსულ კრებულს არ დაერქვა "ბოროტების ყვავილები" (1861 და 1869 წლებში გამოქვეყნდა ამ კრებულის შევსებული გამოცემებიც). ბოდლერის მიერ მკაცრად მოფიქრებული არქიტექტონიკის შესაბამისად, წიგნი შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: "სპლინი და იდეალი", "პარიზული სურათები", "ღვინო", "ბოროტების ყვავილები", "ამბოხი" და "სიკვდილი". აქ პოეტმა თავი მოუყარა ადრინდელ პერიოდში დაწერილ ლექსებსაც, თუმცა კრებულში მაინც გატარებულია პოეტის საბოლოოს ესთეტიური მრწამსი: ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს და ხელოვნებაშიც ეს ტრაგიკული ფაქტი უნდა ისახებოდეს. ბოდლერი მრავალგზის აღნიშნავდა, რომ "ბოროტების ყვავილები" შემთხვევითი ლექსებისგან შედგენილი კრებული არ არის, არამედ ერთიანი კონცეფციით შექმნილი "წიგნი".
 
"ბოროტების ყვავილები" კონტრასტის პრინციპითაა აგებული: მასში დაპირისპირებულია სიცოცხლისა და სიკვდილის, სპლინისა და იდეალის თემები. ბოდლერი მტკივნეულად აღიქვამს მისი თანამედროვე საზოგადოების სიმახინჯეს და მაშინაც, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავს, რჩება პირდაპირი და უკომპრომისო. ბოდლერის სხვა თხზულებებიდან აღსანიშნავია წიგნი "ხელოვნური სამოთხენი" (1860), მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ლექსთა კრებული "ნამსხვრევები" (1866), კრიტიკული წერილები ხელოვნებათმცოდნეობის საკითხებზე ("1845 წლის სალონი", "1846 წლის სალონი", "კლასიკოსთა მუზეუმი"), სადაც იგი ავითარებდა თანამედროვე რომანტიზმსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის მხატვართა შორის ნათესაობის იდეას. ბოდლერი განსაკუთრებითი აღტაცებით წერდა [[დელაკრუა, ეჟენ|დელაკრუას]], [[დავიდი, ჟან ლუი|დავიდის]], [[ენგრი, ჟან ოგიუსტ დომინიკ|ენგრის]] ხელოვნებაზე, დომიეს პოლიტიკურ კარიკატურაზე, [[მიქელანჯელო, ბუონმაროტო|მიქელანჯელოსა]] და [[გოია, ფრანსისკო|გოიას]] შემოქმედებაზე.
ხაზი 12:
ბოდლერის პოეზიას დიდი რეზონანსი ჰქონდა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო თაობის მწერალთა შორის. კერძოდ, მის სახელს უკავშირებდნენ დეკადენტური ლიტერატურის განვითარებას, მაგრამ წმინდა "ბოდლერისეული" განწყობილებებისა და თემების გარდა ამ დიდ რეზონანს საფუძვლად უდევს პოეტის პროგრესული ჰუმანისტური ტენდენციებიც, აგრეთვე მისი ლექსების კლასიკურად მკაცრი, დახვეწილი სტილი, გასაოცარი ბგერწერა, რიტმულობა, მკაფიო გამომსახველობა. საქართველოში ბოდლერის პოეზიით დაინტერესებულები იყვნენ "ცისფერყანწელები". მისი გავლენა იგრძნობა [[იაშვილი, პაოლო|პაოლო იაშვილისა]] და [[ტაბიძე, გალაკტიონ|გალაკტიონ ტაბიძის]] შემოქმედების ადრეულ ეტაპებზე.
== ბიბლიოგრაფია ==
[[ფაილი:Gustave_Courbet_033Gustave Courbet 033.jpg|thumb|230px|ბოდლერის პორტრეტი, გუსტავ კურბე, 1848.]]
* ''1845 წლის სალონი'', [[1845]]
* ''1846 წლის სალონი'', [[1846]]
ხაზი 31:
{{ვიკიციტატა}}
* [http://baudelaire.litteratura.com/ ბოდლერის ნაწარმოებთა სრული ტექსტები] (ფრანგ.).
* [http://www.veinotte.com/baudelaire/ ბოდლერისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდისაიტი] (ინგლ.).
 
 
{{DEFAULTSORT:ბოდლერი, შარლ}}
 
[[კატეგორია:ფრანგი მწერლები]]
[[კატეგორია:ფრანგი პოეტები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_ბოდლერი“-დან