ბაჰლაუნდები: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბაჰლაუნდები''' — სამცხის წარჩინებული ფეოდალური სა... |
(განსხვავება არ არის)
|
07:12, 30 აგვისტო 2013-ის ვერსია
ბაჰლაუნდები — სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-IX საუკუნეებში. წყაროებში იხსენიება ამ გვარის სამი თაობა: იოვანე, მისი ძე ბეშქენი და ბეშქენის ძე მირიანი. მირიან ბაჰლაუნდი დაქორწინდა სამცხის დიდებული აზნაურის გიორგი ჩორჩანელის დაზე ლატავრზე და გიორგის უშვილოდ გადაგების შემდეგ დაეუფლა მის მამულს - ჩორჩანს. ამიერიდან მირიანის შთამომავლები იწოდებიან ჩორჩანელებად. არის მოსაზრება, რომ ბაჰლაუნდების ერთი შტო დამკვიდრდა ქართლში და მათი შთამომავლები არიან თავადი ფალავანდიშვილები.
ლიტერატურა
- შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.