არაბობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
პირველად არაბები საქართველოში 642-643 შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654-655 [[ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევები საქართველოში|ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის]] შედეგად. არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „[[დაცვის სიგელი]]“, რომლითაც ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხიდიდა. ამჯერად არაბთა ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651-661) და არაბებს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. VII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა ქართლში. საქართველოსათვის ბრძოლაში არაბებს ბიზანტიის იმპერია ეცილებოდა. 685 წელს სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც კუნძულ კვიპროსიდან, სომხეთიდან და იბერიიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართველი ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ ემორჩილებოდა. 686 წელს ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის ერისმთავარმა [[ნერსე I|ნერსემ]] სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი ბარაბა. ამავე ხანებში არაბებს ამიერკავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც. VII საუკუნის 80-იან წლებში ხაზარები ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან მძომე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
 
[[697]] ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) მმართველი [[სერგი ბარნუკის ძე]] ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყდა და თავისი სამფლობელო არაბებს გადასცა. არაბებმა დაიკავეს ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდელი ნაქალაქევი) და რამდენიმე ციხე კოდორის ხეობაში, მაგრამ მალე დატოვეს დასავლეთ საქართველო. VIII საუკუნის დასაწყისში არაბები დამკვიდრნენ ქართლში. 704-705 წლებში მათ აქ საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII საუკუნის 20-იან წლებში ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად [[ხალიფა]] [[ჰიშამი|ჰიშამმა]] გამოგზავნა დამსჯელი ჯარი [[ჯარაჰის შემოსევები საქართველოში|ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის]] სარდლობით. ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს [[მარვან II იბნ მუჰამადი|მურვან იბნ მუჰამადი]] (ქართული წყაროებით — [[მურვან ყრუ]]). 735-736 წლებში [[მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში|მურვანმა]] ააოხრა საქართველო. ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე ([[ამირა]]) დანიშნეს. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა საქართველოში სტაბილური გახდა.
 
არაბებმა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები [[ხარაჯა]] და [[ჯიზია]]. ხალხს დაეკისრა აგრეთვე სამხედრო რაზმებისა და მრავალრიცხოვან მოხელეთა შენახვა. მოსახლეობას დაადეს ბეგრად გზების, ხიდების და სხვა ობიექტების მშენებლობა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში. VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს. არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ყველა ფენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის მწარმოებელი ნაწილი, რომელიც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ბატონობა შედარებით მტკიცე იყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, განაპირა მხარეები კი მალე განთავისუფლდენ მათი ბატონობისაგან.