ფორესტ გამპი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
ხაზი 19:
| წინ_უძღოდა =
| შემდეგი =
| საიტი =
| ვებგვერდი =
| imdb_id = 0109830
}}
ხაზი 35:
წლების შემდეგ ფორესტი იქცა ბეისბოლის გუნდის წევრად, რადგან მას შემდეგ, რაც ღეროები მოხსნეს, მან აღმოაჩინა, რომ სწრაფად სირბილი შეუძლია. სკოლის შემდეგ ის ჯარში მოხვდა, სადაც დამეგობრდა ბაბა სმითთან. ორივე ექვემდებარება ლეიტენანტ დენ ტეილორს. [[ინდოჩინეთის მეორე ომი|ვიეტნამის ომში]] ბაბა დაიღუპა, ფორესტმა კი გადაარჩინა დენი. მას შემდეგ, რაც თავად ფორესტიც დაჭრეს, ის არ დაბრუნებულა საბრძოლო ველზე. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მან თავად [[ლინდონ ჯონსონი]]სგან მიიღო ღირსების მედალი.
 
[[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]] სეირნობისას ფორესტი შეხვდა ჯენის, რომელიც [[ჰიპები|ჰიპის]] გუნდს შეუერთდა და მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში.
 
ფორესტი ბრუნდება არმიაში და თავის თავში აღმოაჩენს [[მაგიდის ჩოგბურთი]]სადმი მიდრეკილებას. თავისი ნიჭით ის კომუნისტურ ჩინეთშიც კი მოგზაურობს, სადაც იმარჯვებს სპორტის ამ სახეობის შეჯიბრებში. როგორც ომის ვეტერანი, ის ხვდება [[რიჩარდ ნიქსონი|რიჩარდ ნიქსონს]], აშშ-ს ახალ პრეზიდენტს. მოგვიანებით ფორესტი ძალაუნებურად ხდება [[უოტერგეიტის სკანდალი]]ს თანამონაწილე. [[ნიუ-იორკი|ნიუ იორკში]] გამპი მონაწილეობს ტელეგადაცემაში, [[ჯონ ლენონი|ჯონ ლენონთან]] ერთად. ტელესტუდიიდან გამოსული ის ხვდება ლეიტენანტ დენს, რომელიც ფეხებდაკარგულია და არ უხარია, რომ გამპმა ის გადაარჩინა.
 
დემობილიზაციის შემდეგ გამპი მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნების ბიზნესს იწყებს, რაც მას საკმარის შემოსავალს მოუტანს, რათა საკუთარი გემი შეიძინოს. ლეიტენანტი დენი მასთან ერთად გაცურავს. მათ ბადეში არც ერთი კრევეტი არ ჰყოფს თავს, მაგრამ დიდი გრიგალის შემდეგ ფორესტი ხდება კრევეტის ბიზნესის მონოპოლისტი, რადგან იჭერს კრევეტის დიდ პარტიას. ამის შემდეგ ფორესტი უფრო მდიდრდება, ხოლო დენი ხდება მისი ბიზნესის თანაპარტნიორი.