დურანის სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
ხაზი 113:
== პირველი გამარჯვებები ==
 
აჰმად–შაჰმა თავისი მმართველობა დაიწყო ჯერ [[ღაზნი]]ს, შემდეგ [[ქაბული]]ს აღებით. [[1747]] წელს [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა იმერატორები]] იძულებული გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. მათ დატოვეს ტერიტორიები [[სინდი]], [[პენჯაბის პროვინცია|პენჯაბი]], აგრეთვე, მდინარე [[ინდი]]ს მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რათა დაეცვათ თავი ავღანელთა შეჭრისაგან ქვეყანაში.
 
ამდენად, ავღანელებმა უბრძოლველად მიიღეს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები. აჰმად შაჰმა დასავლეთით აიღო [[ჰერათი]], რომელსაც მართავდა [[ნადირ შაჰი]]ს შვილიშვილი შახრუხი. ჰერათი დაეცა თითქმის ერთწლიანი ალყისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ. ზუსტად ასე, დაეცა მეშჰედი, რომელიც დღეისათვის მდებარეობს [[ირანი]]ს ტერიტორიაზე. ამის შემდეგ აჰმადმა მიმართა თავისი არმია ჩრდილოეთით [[ჰინდიყუში]]ს მთიანეთისკენ. მცირე ხნით, მძლავრი არმიის წყალობით, მისი ბატონობის ქვეშ მოექცა [[თურქმენეთი]], [[უზბეკეთი]], [[ტაჯიკეთი]], და ხაზართა ტომები. აჰმადი შეიჭრა [[დიდ მოგოლთა იმპერია]]ში და დაამყარა კონტროლი პენჯაბსა და ქაშმირზე. [[1757]] წლის დასაწყისში მან აიღო ქალაქი [[დელი]], თუმცა მოგოლ იმპერატორებს შეუნარჩუნა მინიმალური ძალაუფლება მანამდე, სანამ მმართველბმა არ ცნეს აჰმად შაჰის სიუზერენობა პენჯაბზე, სინდსა და ქაშმირზე. აჰმად შაჰმა ინდოეთში გაამეფა თავისი მეორე ვაჟი, ხოლო თვითონ დაბრუნდა ავღანეთში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Durrani Empire}}
*[http://www.bl.uk/reshelp/findhelpregion/asia/afghanistan/afghanistancollection/1747to1809/sources1747to1809.html Afghanistan 1747-1809: Sources in the India Office Records]
*[http://www.chiefacoins.com/Database/Countries/Afghanistan.htm#Durrani Some details and images of Durrani coins]
*[http://www.afghan-web.com/bios/yest/abdali.html Biography of Ahmad Shah Abdali (Durrani)]
*[http://www.afghanland.com/history/ahmadshah.html Ahmad Shah Baba]
*[http://www.khyber.org/pashtotribes/a/abdali.shtml History of Abdali tribe]
*[http://www.bijanomrani.com/?p=afgan_search_unit Afghanistan and the Search for Unity]
 
[[კატეგორია:ავღანეთის ისტორია]]