ლევ ბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
ლევ ბერგი გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნის ([[1918]]) ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც [[1925|1925 წელს]] გადეკეთდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოგრაფიულ ფაკულტეტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკური გეოგრაფიის]] კათედრას. [[1918]]-[[1930]] წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის ტბების განყოფილებას. [[1934|1934 წლიდან]] ზოოლოგიის ინსტიტუტის ნამარხი თევზების ლაბორატორიის გამგეა. [[1940]]-[[1950]] წლებში [[სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება|სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების]] პრეზიდენტი.
 
[[1922|1922 წელს]] წამოაყენა ევოლუციის იდეალისტური თეორია [[ნომოგენეზი]], რომელიც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. დაამუშავა მოძღვრება [[ლანდშაფტი|ლანდშაფტებზე]], განავითარა [[ვასილი დოკუჩაევი]]ს იდეები ბუნებრივი ზონების შესახებ, რაც ასახულია მის ნაშრომებში ''„სსრ კავშირის ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონები“'' (ნაწილი 1-2, [[1931]]-[[1952]]) და ''„სსრ კავშირის ბუნება“'' ([[1937]]). ბერგმა გამოიკვლია დასავლეთ ციმბირის ტბები, [[არალის ზღვა]], [[ბალხაშის ტბა|ბალხაშის]], [[ისიკისიქ-ყულიქოლი|ისიკისიქ-ყულისქოლის]], [[სევანის ტბა|სევანის]], [[ლადოგის ტბა|ლადოგის]], [[ქოქჩეთაუს ტბები]]. ცალკეული ნაშრომები მიუძღვნა [[კასპიის ზღვა]]სა და [[ბაიკალი|ბაიკალის ტბას]]. ბერგი ხელმძღვანელობდა ისიკ-ყულის ექსპედიციას ([[1928]]), რომელმაც დაადგინა ტბის მაქსიმალური სიღრმე — 702 მ. ავტორია [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]] „არალის ზღვა“ ([[1908]]), რის შემდეგად მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომები [[კლიმატოლოგია]]სა და [[პალეოკლიმატოლოგია]]ში, [[გეომორფოლოგია]]ში, [[ნიადაგთმცოდნეობა]]ში, [[პალეოგეოგრაფია]]სა და [[გეოლოგია]]ში, ასევე გამოკვლევები გეოგრაფიის ისტორიაში. მუშაობდა რუსეთის გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. მისი შრომები შეეხება გეომორფოლოგიის პრობლემებს (ციმბირის, კავკასიის და სხვა რეგიონების რელიეფის საკითხები).
 
აღსანიშნავია ნაშრომები: ''„რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიული ნარკვევი“'' ([[1929]]), ''„კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის კამჩატკური ექსპედიციები“'' ([[1924]], მე-3 გამოცემა [[1946]]) და სხვ. ბერგმა გამოიკვლია მტკნარი წყლის თევზების წარმოშობა და განსახლება, მოგვცა მათი ზოოგეოგრაფიული დარაიონება. შეისწავლა ნამარხი თევზები და დაამუშავა თევზების სისტემატიკა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევ_ბერგი“-დან