სული: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ვიკიფიცირება}} - არსება უსხეულო, გულისხმიერი, მნებებელი და სი...
(განსხვავება არ არის)

07:51, 19 ივნისი 2007-ის ვერსია

- არსება უსხეულო, გულისხმიერი, მნებებელი და სიტყვერი (იოან. 4,24; საქმ. 23,8), дух.
- მესამე პირი წმინდა სამებისა, რომელსაც დაერთვიან სახელნართაულნი ესე: სული წმინდა, სული ღვთისა, სული ნუგეშინისმცემელი, ცხოველს მყოფელი და სხ. (დაბად. 1,2; მატ. 3:11,16; იოან. 1,32 და 14,26).
- მადლი ანუ ნიჭი სულისა წმინდისა, ზეგარდამო მოვლენილი (ისაი. 11,2; ეფეს. 1,17).
- სულად იწოდებიან ანგელოზნიც (ებრაელ. 1:7,14).
- ზოგჯერ იხმარება სხეულის დასახასიათებლად (მატ. 26,41; გალატ. 5,17).
- სული არა წმინდა, სული ბოროტი ეწოდების ეშმაკთა (მატ. 10,1,12,15 და შემდგომი; მარკ 5,2 და შემდგომი).
- ზოგჯერ ნიშნავს სამშვინველს, ანუ სულს მშვინვიერ ცხოველთა (ფსალ. 150,6), дыхание, душа. თ. ჯან [სპ.]. ამ აზრით იხმარება ერთეულის აღმნიშვნელად: ”ასი სული ძროხა”, ან ”ასი სული ქათამი”.
- სული კაცისა (ლუკ. 12,20), ანუ თვით კაცი (საქმ. 2,41 და 27,37), душа. რამეთუ ითქმის კეთილი სული, მშვიდობიანი სული, ანგაარი სული და სხ., ე.ი. კაცი.
- სული იხმარება ნაცვლად სინდისისა. მაგალითად, ”მის სულზე მიმიგდია”, ”იმან იცის და მისმა სულმა”, совесть.
- სულნი გარდაცვალებულთა, ე.ი. განშორებულნი მიწიერი სხეულისაგან(გამოცხ. 4,9 და 20,4), души усопших.
- ზოგგან სული იხმარება ნაცვლად სუნისა (ლევიტ. 1,13), воня.
- სულის დაღება, ე.ი. მობრუნება (ნახე დაღება; ვეფხისტ. 999), переводить дух.

ქრისტიანული სწავლებით: ნაყოფი სულისა არის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება (სიკეთე), სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება (გალატ. 5,22).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სული&oldid=253347“-დან