ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ალბომისათვის → ალბომისთვის (3) using AWB
ხაზი 27:
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. [[1979]] წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, [[1981]] წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
 
[[1983]] წლის დასაწყისში დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად. ABBA-ს მუსიკის პოპულარობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ფილმებში „[[პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები]]“ და „[[მიურიელის ქორწილი]]“ მათი სიმღერების შეტანის შემდეგ ინტერესმა კოლექტივის მიმართ კვლავ იმატა. ამას მოჰყვა არაერთი ჯგუფის შექმნა, რომლებიც ABBA-ს მუსიკას უკრავდნენ. [[1999]] წელს ABBA-ს მუსიკა ადაპტირებული იქნა წარმატებული მიუზიკლისათვის ''[[Mamma Mia!]]'', რომელმაც მსოფლიო მოიარა. მის მიხედვით გადაღებული იქნა [[Mamma Mia! (ფილმი)|ფილმი]], რომელიც 2008 წელს გამოვიდა ბრიტანეთში წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. [[2010]] წლის [[15 მარტი|15 მარტს]] [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა [[როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი|როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში]]. <ref>{{cite news|url=http://www.latimes.com/entertainment/news/la-et-quick16-2009dec16,0,6237547.story |title=ABBA makes Rock and Roll Hall of Fame Los Angeles Times 16&nbsp;დეკემბერი 2009 |publisher=Latimes.com |date=16 დეკემბერი 2009 |accessdate=23 აგვისტო 2010}}</ref>
 
==ისტორია==
===ABBA-მდე (1960-იანი წლები)===
 
18 წლის [[ბენი ანდერსონი]] მოხვდა პოპულარულ შვედურ [[პოპ როკი|პოპ-როკ]] ჯგუფში [[The Hep Stars]], რომელიც ასრულებდა ცნობილი სიმღერების [[ქავერ ვერსია|ქავერ-ვერსიებს]]. ამ კოლექტივს ასევე „შვედურ ბითლზს“ უწოდებდნენ. მათ ასევე საკუთარი ლეიბლი, „Hep House“ ჩამოაყალიბეს. ანდერსონი ჯგუფში კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავდა და დაიწყო ორიგინალური სიმღერების შექმნაც, რომელთა ნაწილი - მათ შორის „No Response“, „Sunny Girl“, „Wedding“ და „Consolation“ პოპულარულად იქცა და შვედეთის ჰიტ-აღლუმებში [[1966]] წელს #1 ადგილი ეკავა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=86–87}}</ref> ანდერსონს ასევე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობა [[ლასე ბერგჰაგენი|ლასე ბერგჰაგენთან]] - ერთად მათ [[1968]] წელს შექმნეს პოპულარული სიმღერა „Sagan om lilla Sofi“ (პატარა სოფის ამბავი).
 
[[ბიორნ ულვეუსი]] საკუთარ კარიერას ასევე 18 წლის ასაკში იწყებდა, ჯგუფით [[The Hootenanny Singers]], რომელიც ინგლისურენოვანი სიმღერების სახით [[ფოლკ-სკიფლი|ფოლკ-სკიფლს]] ასრულებდა. ულვეუსი პარალელურად სოლო-ჩანაწერებზეც მუშაობდა. ანდერსონისა და ულვეუსის კოლექტივების გზები ტურნეების პერიოდში ხშირად იკვეთებოდა. [[1966]] წელს ბიორნმა და ბენიმ გადაწყვიტეს ერთობლივი სიმღერის ჩაწერა. ეს იყო „Isn't It Easy to Say“, რომელიც მოგვიანებით [[The Hep Stars]]-მა ჩაწერა. [[სტიგ ანდერსონი]], The Hootenanny Singers-ის მენეჯერი და ლეიბლის [[Polar Music]] დამაარსებელი, ამ თანამშრომლობაში დიდ პოტენციალს ხედავდა და დუეტს მეტი სიმღერის დაწერა შესთავაზა. ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ [[1969]] წელს დაიწერა მათი ნამდვილად წარმატებული სიმღერები - „Ljuva sextital“ და „Spelean“.
ხაზი 40:
[[აგნეტა ფელტსკუგი]] 17 წლის ასაკში უკვე ცნობილი იყო, [[შვედეთი]]ს ჩარტში მოხვედრილი #1 სინგლით და შემჩნეული იქნა კრიტიკოსებისა და სიმღერების ავტორების მიერ, როგორც [[შლაგერი]]ს სტილის სიმღერების შემსრულებელი. იგი ასევე იწერდა უცხოური ჰიტების ქავერ-ვერსიებს. ანი-ფრიდი მან 1968 წელს გაიცნო, ხოლო ულვეუსი - რამდენიმე თვის შემდეგ.
 
[[1969]] წელს შვედეთის ტელევიზიისათვის სიუჟეტის გადაღებაში მონაწილეობისას ფელტსკუგი კვლავ შეხვდა ულვეუსს. ისინი [[1971]] წელს დაქორწინდნენ. მოგვიანებით მათ მონაწილეობა მიიღეს ერთმანეთის სტუდიურ სესიებში <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=162}}</ref>. ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე ჩაწერეს ბექ-ვოკალები ფელტსკუგის მესამე ალბომისათვისალბომისთვის ''Som jag är'' (1970). [[1972]] წელს ფელტსკუგმა როკ-ოპერის „[[იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი]]“ დადგმაში [[მარია მაგდალინელი]]ს როლი შეასრულა და დადებითი შეფასებები მიიღო. [[1967]]-[[1975]] წლებში მან ხუთი [[სტუდიური ალბომი]] გამოსცა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=112–129 and 135–136}}</ref>
 
[[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]] 13 წლის ასაკიდან მღეროდა და გამოდიოდა სხვადასხვა საცეკვაო ჯგუფთან, თუმცა ძირითადად [[ჯაზი|ჯაზზე]] ორიენტირებულ [[კაბარე]]ს სტილს მიჰყვებოდა. მან საკუთარი ჯგუფიც, „Anni-Frid Four“ ჩამოაყალიბა. [[1967]] წლის ზაფხულში მან გაიმარჯვა ეროვნული ტალანტების კონკურსში სიმღერით „En ledig dag“, რომელიც ალბომში ''[[Frida 1967-1972]]'' არის შეტანილი. პირველი ჯილდო ითვალისწინებდა [[EMI]]-ს შვედურ განყოფილებასთან კონტრაქტს და ტელეშოუებში გამოსვლას. ლეიბლზე მან რამდენიმე სინგლი გამოსცა, რომელთა უმეტესობა შვედურ ჩარტებში ჰიტებად იქცა. ბენი ანდერსონთან თანამშრომლობის დაწყების ეტაპზე ([[1971]]) მას უკვე ჰქონდა #1 სინგლი , „Min egen stad“ , რომელშიც ABBA-ს ყველა მომავალი წევრის ვოკალებიც ჟღერდა. ლიუნგსტადმა დაიწყო საკონცერტო გამოსვლები და ხშირად ჩნდებოდა რადიო და ტელეეთერში. ულვეუსი მან [[1963]], ხოლო ფელტსკუგი - [[1968]] წელს გაიცნო.
ხაზი 107:
===სუპერვარსკვლავობა (1976–1981)===
 
[[1976]] წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა ჰიტების კრებული ''[[Greatest Hits (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits]]'', თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული ''The Very Best of ABBA'', რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი ''Greatest Hits'' მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, ''The Very Best''-ს ჰგავდა. ''Greatest Hits''-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, „[[Fernando (სიმღერა)|Fernando]]“, რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის [[1975]] წლის სოლო ალბომისათვისალბომისთვის ''[[Frida ensam]]'' (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.<ref>{{Cite web|author=კერენ კოლინზი |url=http://www.tagg.org/mmmsp/fernando.html |title=Fernando the Flute&nbsp;– Details |publisher=Tagg.org |date=25 აგვისტო 2009 |accessdate=31 იანვარი 2010}}</ref> ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც [[ბითლზი]]ს [[Hey Jude]] იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.
 
ABBA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ევროპასა და ავსტრალიაში უკვე #1 ბესტსელერად იქცა და როგორც სტუდიური მუშაობის, ასევე სიმღერების შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენდა. როკ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული ''[[Melody Maker]]'' და ''[[NME|New Musical Express]]'' მას აღტაცებულები მიმოიხილავდნენ, ხოლო ამერიკელ კრიტიკოსთა უმეტესობა დადებითად აღწერდა. ''Arrival''-იდან სინგლების სახით გამოცემულ სიმღერათა მთელი რიგი ჰიტებად იქცა. თავდაპირველად ესენი იყო „[[Money, Money, Money]]“, #1 ჰიტი გერმანიასა და ავსტრალიაში და „[[Knowing Me, Knowing You]]“, რიგით მეექვსე გერმანული #1 ჰიტი და მორიგი ბრიტანული #1. ნამდვილ სენსაციად იქცა „[[Dancing Queen]]“, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარს იმორჩილებდა, არამედ აშშ-შიც პირველ ადგილზე მოხვდა. [[სამხრეთ აფრიკა]]ში ჯგუფს ჰქონდა გამაოგნებელი წარმატება სიმღერებით „Fernando“, „Dancing Queen“ და „Knowing Me, Knowing You“, რომელიც [[1976]]-[[1977]] წლებში ყველაზე გაყიდვადი სინგლების 20-ეულში მოხვდნენ. [[1977]] წელს ალბომი ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ნომინირებული იქნა ყოველწლიურ [[BRIT Awards]]-ზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომი“. ამ დროისათვის ABBA ბრიტანეთში, [[დასავლეთ ევროპა]]ში, ავსტრალიასა და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] უკვე პოპულარული იყო. [[DVD]] ფილმში ''Frida – The DVD'' ლიუნგსტადი ამბობს, რომ ამ დროისათვის, როდესაც ABBA-ს ჩანაწერები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის და ფელტსკუგი უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც მომღერლები.
ხაზი 115:
====ევროპული და ავსტრალიური ტურნე====
 
[[1977]] წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის პირველი დიდი საკონცერტო ტურნე. ABBA-ს სტატუსი დრამატულად შეიცვალა და ამჯერად მათ უკვე სუპერვარსკვლავებად თვლიდნენ. ტურნე დაიწყე [[ოსლო]]ში ([[ნორვეგია]]), [[28 იანვარი|28 იანვარს]]. კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მასიური სასცენო გაფორმება და თავად ჯგუფის მიერ დაწერილი [[ოპერეტა]] „ოქროსთმიანი გოგონა“. ევროპასა და ავსტრალიაში კონცერტებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. შოუები გაგრძელდა დასავლეთ ევროპაში და დასრულდა ბრიტანეთში, მთლიანად გაყიდული ორი კონცერტით [[ლონდონი|ლონდონში]]. ბილეთები ამ შოუებზე მხოლოდ საფოსტო შეკვეთით ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბილეთების მოთხოვნათა რაოდენობა შეადგენდა 3.5 მილიონს. ''[[Creem (ჟურნალი)|Creem]]''-ის დადებითი შეფასებების გარდა, რომლებშიც აღნიშნული იყო ჯგუფის მიერ სცენაზე სტუდიური მასალის შესრულების უნარი, აღსანიშნავია ''[[Melody Maker]]''-ის უკმაყოფილება იმით, რომ საკონცერტო შემადგენლობის 16 მონაწილისგან ინდივიდუალურობა არ იგრძნობოდა. ალბერტ ჰოლში გადაღებული კონცერტების ნაწილი შეტანილი იქნა ფილმში ''[[ABBA: The Movie]]''.
 
[[ფაილი:Abba 28011977 15 200.jpg|left|upright|მინი|[[აგნეტა ფელტსკუგი]] ჯგუფის ევროპული და ავსტრალიური ტურნეს დასაწყისში, 1977 წლის 28 იანვარი]]
ხაზი 123:
ავსტრალიური ტურნე და მის შემდგომ გამოსული ABBA: The Movie ჯგუფისათვის მეტი აღიარების მომტანი იყო. ფელტსკუგის ქერა თმამ მომღერალი აქცია ჯგუფის „გოგონად ჟურნალიდან“, რასაც იგი ყურადღებას არ აქცევდა. ავსტრალიური ტურნეს დროს მას ეცვა მჭიდრო თეთრი სპორტული სამოსი. ერთ-ერთ ავსტრალიურ გაზეთში ამის საპასუხოდ დაიწერა სტატია სათაურით „აგნეტას უკანალი სულელური შოუს ლიდერია“. ამის შესახებ მას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს და აგნეტამ ასეთი პასუხი გასცა: „რა, ავსტრალიაში უკანალები არ აქვთ?“<ref>DVD დოკუმენტური ფილმები: ''The Winner Takes It All'' (2002) და ''Super Troupers'' (2004)</ref>
 
[[1977]] წლის დეკემბერში ალბომს ''Arrival'' უფრო ამბიციური, ''[[ABBA: The Album]]'' მოჰყვა, რომელიც დაემთხვა ფილმის „ABBA: The Movie“ გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ალბომი ბრიტანელმა მიმოხილველებმა არც თუ დადებითად მიიღეს, მასში შეტანილი იყო შემდგომში მსოფლიო ჰიტებად ქცეული „[[The Name of the Game]]“ და „[[Take a Chance on Me]]“. ორივე ბრიტანეთის ჩარტებში მოხვდა და „ბილბორდის“ 100-ულის 12-ე და 3-ე ადგილზეც განლაგდა. მიუხედავად იმისა, რომ Take a Chance on Me ამერიკულ ჩარტებს არ ლიდერობდა, მან თავი განიმტკიცა, როგორც აშშ-ში იმ დროისათვის ABBA-ს ყველაზე დიდმა ჰიტ-სინგლმა და გაიყიდა უფრო მეტი ასლის ოდენობით, ვიდრე „Dancing Queen“. <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=382}}</ref> The Album-ში ასევე შეტანილი იქნა [[Thank You for the Music]], რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში შემდგომში გამოვიდა სინგლის [[Eagle (სიმღერა)|Eagle]] b-გვერდზე, ხოლო ბრიტანეთსა და ირლანდიაში, 1983 წელს - A-გვერდიანი სინგლის სახით.
 
====სტუდიის Polar Music შექმნა====
ხაზი 129:
[[File:Sportpalatset Stockholm 2010.jpg|thumb|სტუდია Polar Music, სტოკჰოლმი. იგი არსებობდა 2004 წლამდე.]]
 
[[1978]] წლისათვის ABBA იქცა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფად. სტოკჰოლმში მდებარე ცარიელი კინოთეატრი კოლექტივმა აქცია სტუდიად [[Polar Music]], რომელიც უკანასკნელი თაობის ტექნიკით იქნა აღჭურვილი. შემდგომში მას ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები იყენებდნენ. აქ ჩაიწერა [[ჯენესისი]]ს ''[[Duke (ალბომი)|Duke]]'' და [[ლედ ზეპელინი]]ს ''[[In Through the Out Door]]''. მაისში ჯგუფი აშშ-ში პრომო-კამპანიისათვის გაემგზავრა და [[ენდი გიბი|ენდი გიბთან]] ერთად [[ოლივია ნიუტონ-ჯონი]]ს შოუზე გამოვიდა. სიმღერის „[[Summer Night City]]“ ჩაწერა სირთულეების მიუხედავად მაინც მოხდა და სინგლად გამოცემის შემდეგ ეს სიმღერა იქცა ჯგუფის მორიგ ჰიტად. ABBA-მ ამ ნომრით გაიკვლია გზა [[დისკო]] მუსიკაში, რაშიც შემდეგი ალბომიც დაეხმარა. <ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=383–386}}</ref>
 
[[1979]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] ჯგუფმა კონცერტზე „[[Music for UNICEF]]“ შეასრულა სიმღერა „[[Chiquitita]]“. ეს ღონისძიება ეძღვნებოდა ორგანიზაცია „[[UNICEF]]“-ის მიერ დაარსებულ „ბავშვის წელიწადს“. ABBA-ს გადაწყვეტილებით, ექსკლუზიური უფლებები ამ სიმღერაზე გადაეცა [[UNICEF]]-ს. <ref>"Bee Gees, Olivia were a hit with the VIPs" (11 იანვარი 1979). ''Courier Mail'' (ბრისბეინი); გვ.&nbsp;30.</ref> სინგლი ამ სიმღერით მომდევნო კვირაში გამოვიდა და 10 ქვეყნის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.
 
====ტურნეები აშშ-სა და ევროპაში====
 
[[1979]] წლის იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ულვეუსი და ფელტსკუგი ერთმანეთს ეყრებოდნენ. მედია საშუალებებმა ამ ამბის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დადგა ჯგუფის მომავალიც. ABBA-მ დაარწმუნა მსმენელები და პრესა, რომ ჯგუფის სახით მუშაობად განაგრძობდნენ და ეს გაყრა მათ მომავალს არ შეეხებოდა. <ref>"ABBA divorce&nbsp;– Agnetha moves out" (17 იანვარი 1979). ''The Sun'' (Sydney); გვ.&nbsp;1.</ref> მიუხედავად ამისა, მედია განაგრძობდა მათთან ამის ინტერვიუებში მიმოხილვას. პასუხად, ანდერსონი და ულვეუსი საიდუმლოდ გადაფრინდნენ [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამებზე]], სადაც სტუდიაში „[[Compass Point]]“ ახალ ალბომს ამზადებდნენ.
 
ჯგუფის მეექვსე ალბომი, ''[[Voulez-Vous]]'', გამოვიდა [[1979]] წლის აპრილში. მისი სასათაურო სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში „Criteria“ ([[მაიამი]]), ხმის ინჟინერ [[ტომ რაუდი]]ს მხარდაჭერით. ალბომი მოხვდა ევროპის, [[იაპონია|იაპონიისა]] და [[მექსიკა|მექსიკის]] ჩარტების სათავეებში, [[კანადა|კანადისა]] და ავსტრალიის ათეულებში და აშშ-ს 20-ეულში. ალბომის სინგლებიდან არც ერთი არ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე, მაგრამ „[[Chiquitita]]“, „[[Does Your Mother Know]]“, „[[Angeleyes]]“ და „[[Voulez-Vous (სიმღერა)|Voulez-Vous]]“ (გამოცემული ორმაგი A-გვერდის სახით) და „[[I Have a Dream (სიმღერა)|I Have a Dream]]“ მოხვდნენ ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულებში. კანადაში „I Have a Dream“ იქცა ჯგუფის მეორე #1 სიმღერად [[RPM]]-ის ახალგაზრდულ თანამედროვე ჩარტში (წინა იყო „Fernando“). [[1979]] წელს ჯგუფმა ასევე გამოსცა მეორე კრებული ''[[Greatest Hits Vol. 2 (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits Vol. 2]]'', რომელშიც მოხვდა ახალი სიმღერაც, „[[Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)]]“. ბრიტანეთსა და გერმანიაში ეს უკანასკნელი ჩარტების 3-ე ადგილზე აღმოჩნდა. რუსეთში [[1970]]-იანი წლების ბოლოს ჯგუფს უხდიდნენ [[ნავთობი]]თ, ვინაიდან [[რუსული რუბლი|საბჭოთა რუბლზე]] [[ემბარგო]] იყო დაწესებული.<ref>როჯერსი, პიტერი (16 მარტი 1980). "Pop goes ABBA's $2m oil gamble: ABBA may lose enormous amount of money following venture into oil market. " ''The Sunday Times''; Business News, p&nbsp;53</ref>
 
[[1979]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] [[ედმონტონი|ედმონტონში]] (კანადა) დაიწყო ტურნე „[[ABBA: The Tour]]“. პირველივე კონცერტს 14.000 მსმენელი დაესწრო. შემდეგი ოთხი კვირის მანძილზე ისინი 17 კონცერტით გამოვიდნენ, აქედან 13 გაიმართა აშშ-ში, ხოლო 4 - კანადაში. აშშ-ში უკანასკნელი დაგეგმილი კონცერტი გადაიდო ფელტსკუგის გამო - [[ნიუ-იორკი]]დან [[ბოსტონი|ბოსტონში]] გადაფრენისას მან ემოციური სტრესი მიიღო, ვინაიდან [[თვითმფრინავი]] ცუდ ამინდში მოხვდა და გარკვეული დროის მანძილზე საფრენ ბილიკზე ვერ ჯდებოდა. ბოსტონის მუსიკალურ დარბაზში კოლექტივის მოგვიანებით გამოჩენა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ მოხდა. ტურნე დასრულდა [[ტორონტო]]ში (კანადა) [[მეპლ ლივ გარდენზი|მეპლ ლივ გარდენზში]] გამოსვლით, 18.000 მსმენელის წინაშე.
 
[[1979]] წლის [[19 ოქტომბერი|19 ოქტომბერს]] [[დასავლეთ ევროპა]]ში დაიწყო ტურნეს ახალი ეტაპი, რომელმაც 23 გაყიდული შოუ მოიცვა, მათ შორის, ექვსი [ლონდონი]ს [[უემბლი]]ზე.
ხაზი 147:
[[File:Schallplatte.jpg|thumbnail|''[[Super Trouper (ალბომი)|Super Trouper]]'', ჯგუფის [[1980]] წლის სტუდიური ალბომი]]
 
[[1980]] წლის მარტში ABBA გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში გამოჩენისას მათ დაატყდა ათასობით თაყვანისმცემელი. სავსე დარბაზებში გაიმართა 11 კონცერტი, აქედან 6 - [[ტოკიო]]ს „ნიპონ ბუდოკანში“. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი დიდი მოგზაურობა. იმავე წელს გამოიცა ახალი, მეშვიდე სტუდიური ალბომი ''[[Super Trouper (ალბომი)|Super Trouper]]'', რომელშიც ჯგუფის სტილისტიკაში ცვლილებების მანიშნებელი იყო, შეიმჩნეოდა უფრო მეტი [[სინთეზატორი]]ს გამოყენება და სიმღერების პირადული ტექსტები. მან დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში, როდესაც ნათელი გახდა, რომ გამოცემამდე მასზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მოლოდინი გაიზარდა სინგლის „[[The Winner Takes It All]]“ გამოცემით, რომელიც ბრიტანეთში ჯგუფისათვის მერვე #1 (და 1978 წლის პირველი) იყო. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 8-ე ადგილზე აღმოჩნდა და იქცა ჯგუფის რიგით მეორე ბილბორდულ ჰიტ-სინგლად, რომელიც ახალგაზრდული თანამედროვე ჩარტის ნაწილი გახდა. სიმღერაში აისახა ულვეუსისა და ფელტსკუგის ურთიერთობები. ანდერსონმა და ულვეუსმა [[1980]] წლის ბოლოს [[ფრანგები|ფრანგ]] მომღერალ [[მირეი მატიე]]სთან ერთად მისი განსხვავებული ვერსია ჩაწერეს, სათაურით „Bravo Tu As Gagne“ და ფრანგულენოვანი ტექსტით, რომელიც [[ალენ ბუბლელი|ალენ ბუბლელს]] ეკუთვნოდა.
 
ალბომის შემდეგი სინგლი, „[[Super Trouper (სიმღერა)|Super Trouper]]“ ასევე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილზე და იქცა ჯგუფის 9-ე და უკანასკნელ ბრიტანულ სინგლად, რომელიც ჩარტის სათავეებში მოექცა. კიდევ ერთი სიმღერა, „[[Lay All Your Love on Me]]“ [[1981]] წელს რამდენიმე ქვეყანაში 12 დიუმიანი სინგლის სახით გამოვიდა და მოხვდა ბილბორდის ცხელ საცეკვაო კლუბურ სიმღერათა ჩარტის სათავეში, ისევე როგორც ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #7 პოზიციაზე. იმ დროისათვის ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ეს იყო 12 დიუმიანი სინგლის ყველაზე დიდი წარმატება.
ხაზი 163:
====უკანასკნელი ხმისჩამწერი სესიები====
 
[[1982]] წლის გაზაფხულზე განახლდა ხმისჩამწერი სესიები. გეგმები ბუნდოვანი იყო, მაგრამ საუბარი იყო ახალ ალბომზე და მცირე ტურნეზე. სესიები დაიწყო [[1982]] წლის მაისში და გაგრძელდა ივნისში, მაგრამ მათ თან ახლდა მუდმივი დაძაბულობა და დასრულებული იქნა მხოლოდ სამი მათგანი - „You Owe Me One“, „I Am the City“ და „Just Like That“. ანდერსონსა და ულვეუსს შედეგი არ მოეწონათ და ფირები არქივში შეინახეს. ჯგუფმა საზაფხულო პერიოდში შეისვენა. <ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=455–56}}</ref>
 
აგვისტოს დასაწყისში სტუდიაში დაბრუნებისთანავე მთელი წლის გეგმები შეიცვალა: საშობაოდ გადაწყდა ყველა ცნობილი სინგლის კრებულის, ''[[The Singles: The First Ten Years]]'' გამოცემა. დაიწყო ახალი სიმღერების ჩაწერაც <ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=456–57}}</ref> და ოქტომბერსა და ნოემბერში გამოვიდა სინგლები „[[The Day Before You Came]]“/„Cassandra“ და „[[Under Attack]]“/„You Owe Me One“. მათი [[A-გვერდი და B-გვერდი|A-გვერდები]] შეტანილი იქნა აღნიშნულ კრებულში. არც ერთი სინგლი ბრიტანეთის 20-ეულში არ მოხვედრილა, თუმცა „[[The Day Before You Came]]“ მოხვდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხუთეულებში (მაგალითად, გერმანიაში, [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებსა]] და [[ბელგია]]ში). ალბომი ბრიტანეთისა და ბელგიის ჩარტების #1, ნიდერლანდებისა და გერმანიის ჩარტების #5 პოზიციებსა და სხვა ქვეყნების ჩარტების 20-ეულებში მოხვდა. „Under Attack“, დაშლამდე ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, ნიდერლანდებსა და ბელგიაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
 
„I Am the City“ და „Just Like That“ კრებულში ''The Singles: The First Ten Years'' არ შეტანილა, ვინაიდან ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ისინი მომავალ სტუდიურ ალბომში მოხვდებოდნენ, თუმცა ეს არ მომხდარა. „I Am the City“ პირველად გამოვიდა [[1993]] წლის კრებულზე ''[[More ABBA Gold: More ABBA Hits|More ABBA Gold]]'', ხოლო „Just Like That“ გამოყენებული იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ, სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობისას. შეცვლილი ვერსია მოხვდა მათ მიუზიკლში „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=490}}</ref> სიმღერის მისამღერი მოხვდა [[1994]] წლის, ჯგუფის კარიერის მიმომხილველ კრებულში. მიუხედავად მსმენელთა თხოვნისა, ანდერსონი და ულვეუსი კვლავ უარს ამბობენ ABBA-ს ვერსიის სრულად გამოცემაზე, თუმცა სრული ვერსია [[ბუტლეგური ჩანაწერი|ბუტლეგურ ჩანაწერებზე]] მოხვდა.
 
[[1982]] წლის ნოემბერში ლონდონში მოგზაურობით კოლექტივმა ''The Singles: The First Ten Years''-ის პრომო-კამპანია ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო შოუებში ''[[Saturday Superstore]]'' და ''[[The Late, Late Breakfast Show]]''. შემდეგ კვირაში ისინი [[დასავლეთ გერმანია]]შიც გამოვიდნენ, გადაცემაში „Show Express“. [[1982]] წლის [[19 ნოემბერი|19 ნოემბერს]] ჯგუფი უკანასკნელად გამოჩნდა შვედურ ტელეგადაცემაში „Nöjesmaskinen“, ხოლო [[1982]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]] ადგილი ჰქონდა მათ მიერ სიმღერების უკანასკნელ ერთობლივ შესრულებას. ეს იყო სტოკჰოლმის ტელესტუდიიდან ბრიტანეთში, [[ნოელ ედმონდსი]]ს შოუში „[[The Late, Late Breakfast Show]]“ პირდაპირ ეთერში გადაცემული გამოსვლა.
 
====უკანასკნელი შესრულებები====
 
ანდერსონი და ულვეუსი [[ტიმ რაისი|ტიმ რაისთან]] თანამშრომლობით [[1983]] წელს დაკავდნენ. შემდგომში მათ დაასრულეს ერთობლივი მუშაობა მიუზიკლზე „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი საერთაშორისო მასშტაბით სოლო კარიერებზე ზრუნავდნენ. ამავე პერიოდში საფრანგეთის ტელეარხისათვის მომზადდა მუსიკალური ფილმი ''[[Abbacadabra]]'' - საბავშვო მიუზიკლი ABBA-ს 14 სიმღერით. [[ალენ ბუბლელი|ალენ]] და [[დანიელ ბუბლელი|დანიელ ბუბლელები]], რომლებმაც დაწერეს მიუზიკლი „[[საბრალონი (მიუზიკლი)|საბრალონი]]“, სტიგ ანდერსონს დაუკავშირდნენ და მუსიკალური ფილმი საფრანგეთის ეთერში საშობაოდ გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი ჰოლანდიური ვერსიაც გამოჩნდა. ლიუნგსტადი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მონაწილეობდა ფრანგულ ვერსიაში და ჩაწერა საკუთარი სინგლი, „Belle“, დუეტი ფრანგ მომღერალ დანიელ ვალავუანთან. ეს იყო ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიციის „[[Arrival (სიმღერა)|Arrival]]“ ქავერ ვერსია. სოლო სინგლი კარგად იყიდებოდა საფრანგეთში და [[კამერონ მაკინტოში]] გეგმავდა შოუს ინგლისურენოვანი ვერსიის ლონდონში დადგმას. ანდერსონი და ულვეუსი მონაწილეობდნენ პროექტში და მათი წვლილი აღინიშნა ახალი სიმღერის „[[(I Am) The Seeker|The Seeker]]“ დამატებით. ''Abbacadabra'' ლონდონში წარდგენილი იქნა [[1983]] წლის [[8 დეკემბერი|8 დეკემბერს]]. რვა კვირის მანძილზე დარბაზები ამ შოუებზე ბოლომდე ივსებოდა, თუმცა მიმოხილვები, გამოქვეყნებული პრესაში, არაერთგვაროვანი იყო. წარმოდგენები [[1984]] წლის [[21 იანვარი|21 იანვარს]] დასრულდა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ლიუნგსტადი. „Belle“ ჩაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის ზედამხედველობითა და ახალი სათაურით, „Time“, მომღერალ [[ბ. ა. რობერტსონი]]ს მონაწილეობით.
 
ჯგუფის ოთხივე წევრი მსმენელების წინაშე გამოვიდა [[1986]] წლის [[იანვარი|იანვარში]]. შვედური სატელევიზიო შოუსათვის, რომელიც სტიგ ანდერსონის 55-ე დაბადების დღეს ეძღვნებოდა, მათ ჩაწერეს სიმღერის „Tivedshambo“ აკუსტიკური ვერსია. იმავე წელს ისინი გამოჩნდნენ ერთ-ერთი სხვა მეგობრის, ყოფილ ტურ-მენეჯერ კლაეს აფ გეიერსტამის 40-ე იუბილეზე. მათ იმღერეს სიმღერა „Der Kleine Franz“, რომელიც ასევე გამოჩნდა მიუზიკლში „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. [[1986]] წელს გამოვიდა ალბომი ''[[ABBA Live]]'', რომელშიც შეტანილი იქნა ჯგუფის [[1977]] და [[1979]] წლების ტურნეების ნაწყვეტები. ოთხივე წევრი [[1999]] წელს გორელ ჰანსერის იუბილეზე გამოჩნდა. ჰანსერი ოთხივეს დიდი ხნის მეგობარი იყო, ისევე როგორც სტიგ ანდერსონის ყოფილი მდივანი. გორელის პატივსაცემად ოთხეულმა შეასრულა შვედური დაბადების დღის აღსანიშნავი სიმღერის „Med En Enkel Tulipan“ ა-კაპელა ვერსია. <ref>[http://www.raffem.com/BjornUlvaeusBiogr.htm] ABBA-ს უკანასკნელი ცნობილი გამოჩენა (1999)</ref>
 
ბენი ანდერსონი სხვადასხვა წლებში ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს. [[1992]] წლის ივნისში ის და ულვეუსი გამოჩნდნენ ჯგუფ [[U2]]-ს სტოკჰოლმის კონცერტზე და შეასრულეს სიმღერის „[[Dancing Queen]]“ მისამღერი. რამდენიმე წლის შემდეგ კონცერტზე „B & B in Concert“ ანდერსონი გამოჩნდა სხვა მუსიკოსებთან ერთად და უკრავდა ფორტეპიანოზე. პროექტის [[Benny Anderssons Orkester|BAO]] კონცერტებზე ანდერსონი ABBA-ს სიმღერებს ხშირად ასრულებს. მან ასევე დაუკრა ფორტეპიანოზე [[ან სოფი ფონ ოტერი]]ს „Like an Angel Passing Through My Room“-ში და [[ვიქტორია ტოლსტოი]]ს მიერ ჩაწერილ „When All Is Said and Done“-ში. [[2002]] წელს ლონდონში [[აივორ ნოველო]]ს ჯილდოს მიღებისას ანდერსონმა და ულვეუსმა შეასრულეს „Fernando“-ს ა კაპელა ვერსია. ლიუნგსტადმა [[1993]] წელს ჯგუფთან [[The Real Group]] ჩაწერა „Dancing Queen“-ის ა=კაპელა ვერსია. მოგვიანებით, 1993 წელს შვეიცარიელ მომღერალ დან დანიელთან ერთად მან „I Have a Dream“-ის ახალი ვერსია ჩაწერა.
ხაზი 190:
{{მთავარი|1=ბიორნ ულვეუსი|2=ბენი ანდერსონი}}
 
[[1984]] წლის ოქტომბერში ულვეუსმა და ანდერსონმა, ტექსტების ავტორ [[ტიმ რაისი]]ს მონაწილეობით გამოსცეს ორმაგი კონცეპტუალური ალბომი „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი]]“. წარმატება იქონიეს ამ ალბომის სინგლებმა „[[One Night in Bangkok]]“ (ვოკალი - [[მიურეი ჰედი]]) და „[[I Know Him So Well]]“ (დუეტი [[ბარბარა დიქსონი|ბარბარა დიქსონთან]] და [[ელენ პეიჯი|ელენ პეიჯთან]]), რომლებიც მოგვიანებით ჩაიწერა [[ბარბრა სტრეიზანდი]]სა და [[უიტნი ჰიუსტონი]]ს მიერ და წარმატება იქონია. [[1986]] წლის მაისში ლონდონის უესტ ენდში გაიმართა მიუზიკლის პრემიერა. ჩვენებები სამ წელიწადს გაგრძელდა. „ჭადრაკი“ ასევე [[ბროდვეის თეატრი]]ს სცენაზე, [[1988]] წლის აპრილში გამოჩნდა, მაგრამ ცუდი მიმოხილვების გამო ორი თვის შემდეგ ჩვენებები დასრულდა. სტოკჰოლმში [[2003]] წელს დაიდგა მისი შვედური ვერსია, „Chess på svenska“, რომელშიც შეტანილი იქნა ახალი სიმღერებიც, მაგალითად, „Han är en man, han är ett barn“ და „Glöm mig om du kan“. [[2008]] წელს ლონდონის ალბერტ ჰოლში განახლდა მიუზიკლის ჩვენება. ამან დიდი წარმატება იქონია და ერთ-ერთი შოუ DVD-ზეც გამოიცა. მოგვიანებით, [[2010]] წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიმართა ტურნეები ამ მიუზიკლის დადგმით.
 
ორეულის შემდეგ პროექტი, „[[Kristina från Duvemåla]]“ იყო შვედური ეპიკური მიუზიკლი, რომლის პრემიერა [[მალმე]]ში, სამხრეთ შვედეთში, [[1995]] წლის ოქტომბერში შედგა. იგი სტოკჰოლმში ხუთი წლის მანძილზე გადიოდა და განიხილებოდა ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადებაც. ცნობილია, რომ მასზე მუშაობა დაწყებულია. <ref>{{Cite web|url=http://www.icethesite.com/content/kristina.aspx |title=Kristina från Duvemåla&nbsp;– The Musical |publisher=icethesite |date= |accessdate=23 აგვისტო 2010}}</ref> ამავე დროს, 2009 წელს ნიუ-იორკის [[კარნეგი-ჰოლი|კარნეგი-ჰოლში]] შედგა მიუზიკლის საკონცერტო, ინგლისურენოვანი ვერსიის წარდგენა. [[2010]] წლის აპრილში მან ლონდონშიც გადმოინაცვლა, რასაც მოჰყვა [[ნიუ-იორკი]]ს კონცერტის კომპაქტ დისკზე გამოცემა.
 
[[File:Benny Andersson ABBA.jpg|thumb|ბენი ანდერსონის გამოსვლა [[მინესოტა]]ში, 2006]]
ხაზი 198:
[[1983]] წლიდან, გარდ აღნიშნული მიუზიკლებისა, ანდერსონი განაგრძობდა ულვეუსთან სიმღერების შექმნას. მათ გამოსცეს ორი ალბომი შვედურ დუეტ [[Gemini (შვედური ჯგუფი)|Gemini]]-სთან, [[1985]] და [[1987]] წლებში. [[1987]] წელს ანდერსონმა საკუთარ ლეიბლზე „Mono Music“ სოლო ალბომი, ''[[Klinga mina klockor]]'' გამოსცა, რომლის მუსიკაზეც დიდი გავლენა იქონია შვედურმა ხალხურმა მოტივებმა. მეორე ალბომი, ''[[November 1989 (ალბომი)|November 1989]]'', [[1989]] წელს გამოვიდა.
 
[[1990-იანები|1990-იან წლებში]] ანდერსონი ქმნიდა მუსიკას შვედური კაბარე კვარტეტისათვის [[Ainbusk|Ainbusk Singers]]. მათი სიმღერებიდან ორი, „Lassie“ და „Älska mig“ ჰიტ-სინგლებად იქცა. მოგვიანებით ანდერსონი პროდიუსერის სახით ალბომზე ''[[Shapes (ალბომი)|Shapes]]'' მუშაობდა. ეს იყო ჯგუფის წევრ იოზეფინ ნილსონის ინგლისურენოვანი ალბომი ანდერსონისა და ულვეუსის მიერ დაწერილი სრულიად ახალი სიმღერებით. ანდერსონი ასევე წერდა კინოფილმების მუსიკას (აღსანიშნავია რეჟისორ [[როი ანდერსონი]]ს „[[სიმღერები მეორე სართულიდან]]“). [[2001]] წელს ანდერსონმა საკუთარი ჯგუფი, [[Benny Anderssons Orkester]] (BAO) ჩამოაყალიბა, რომელმაც [[2001]], [[2004]] და [[2007]] წელს სამი წარმატებული ალბომი გამოსცა. ანდერსონი კვლავ წარმოადგენს შემსრულებელს, რომელიც შვედეთის ჩარტის რეკორდსმენია - სიმღერა „Du är min man“, რომელსაც ჰელენ სიოჰოლმი ასრულებს, 2004-2009 წლებში ჩარტში 278 კვირის მანძილზე იმყოფებოდა. <ref>{{Cite web|url=http://www.sr.se/cgi-bin/p4/programsidor/artikel.asp?ProgramID=2023&Artikel=454872 |title=Aktuell lista |publisher=sr.se |date= |accessdate=31 იანვარი 2010}}</ref> საკუთარი მესამე ალბომი, [[BAO 3]] ანდერსონმა [[2007]] წლის ოქტომბერში გამოსცა. მასში შეტანილი იქნა სიოჰოლმთან, ტომი კორბერგთან და BAO-სთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციები. გარდა ამისა, ანდერსონი და მისი ბენდი 2007 წლის ოქტომბერში და ნოემბერში წარსდგნენ დაახლოებით 14.000 მაყურებლის წინაშე
 
[[File:Björn Ulveaus.JPG|thumb|left|upright|ბიორნ ულვეუსი [[გეტებორგი]]ს წიგნების ბაზრობაზე, 2007]] ულვეუსი ABBA-ს დაშლის შემდეგ სცენაზე არ გამოდიოდა, მაგრამ 2005 წლის 16 ივლისს ჯგუფთან The Hootenanny Singers ერთად მშობლეურ ვესტერვიკში გამოვიდა და შეასრულა [[1966]] წლის ჰიტი „Marianne“.
 
ანდერსონიც და ულვეუსიც მიუზიკლის [[Mamma Mia!]] მსოფლიო მასშტაბებით დადგმაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ლიუნგსტადი ხშირად ესწრება მის პრემიერებს. როგორც ანდერსონი, ასევე ულვეუსი მონაწილეობდნენ მიუზიკლის [[Mamma Mia! (ფილმი)|ეკრანიზაციის]] მომზადებაში, რომლის პრემიერა 2008 წლის ივლისში შედგა. ანდერსონი მუშაობდა ფილმის საუნდტრეკზე, ABBA-სთან დაკავშირებულ სესიურ მუსიკოსებთან ერთად. ფილმში თავად ანდერსონი გამოჩნდა - სიმღერის „Dancing Queen“ შესრულების სცენაში, მეთევზე მუსიკოსის როლში. ულვეუსი ამ ფილმში ასრულებს ბერძნული ღვთაების როლს, რომელიც ლირაზე უკრავს - ეს სცენა შეტანილია ტიტრებში.
 
ანდერსონი და ულვეუსი კვლავ წერენ სხვადასხვა ახალ კომპოზიციას. მათი ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომია ანდერსონის პირველი საერთაშორისო გამოცემა - „The Benny Andersson Band&nbsp;– The Story of a Heart“ (2009). ეს არის ალბომი, რომელშიც შეტანილია ანდერსონის ხუთი შვედურენოვანი ალბომის შეჯამება. შვედურენოვან სიმღერებთან ერთად აქ წარმოდგენილია ხუთი ინგლისურენოვანი და ახალი, სასათაურო „The Story of a Heart“, რომლის პრემიერა [[BBC2]]-ის „კენ ბრიუსის შოუში“ შედგა. შვედურენოვანი ვერსია, „Sommaren Du Fick“ შვედეთში ინგლისურ ვერსიამდე გამოიცა. ვოკალს ამ ვერსიაში ასრულებს ჰელენ სიოჰოლმი. 2009 წლის გაზაფხულზე ანდერსონმა ასევე გამოსცა სინგლი „[[2nd Best to None]]“, რომელიც წარადგინა საკუთარი სასტუმროს „Hotel Rival“ სახელით და თან დაურთო პრომო კლიპი, რომელშიც სასტუმროს კოლექტივის მუშაობის პროცესია ნაჩვენები. 2008 წელს [[სისელა კაილი]]სათვის, შვედი მომღერლისათვის, ანდერსონმა და ულვეუსმა დაწერეს სიმღერა „Jag vill bli gammal“, რომელიც მომღერლის სასცენო შოუს „Your Days Are Numbered“ ფარგლებში შესრულდა. მოგვიაებით ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიცია „Arrival“ ულვეუსმა გამოიყენა მისთვის ტექსტის შესაქმნელად და საბოლოო ვერსია შეტანილი იქნა [[სარა ბრაიტმენი]]ს 2008 წლის ალბომში ''[[Winter Symphony]]''. ინგლისურენოვანი ტექსტი ასევე შეიქმნა ანდერსონის 1999 წლის სიმღერისათვის „Innan Gryningen“, ახალი სათაურით „The Silence of the Dawn“ - ეს ვერსია ბარბარა დიქსონმა ჩაწერა. 2007 წელს მსახიობმა და მომღერალმა ანდერს ეკბორგმა ითანამშრომლა შემოქმედებით დუეტთან და ჩაწერა მათ მიერ დაწერილი სიმღერა „Innan Gryningen“. კიდევ ორი სიმღერა, „I Walk with You Mama“ და „After the Rain“ ჩაწერა ან სოფი ფონ ოტერმა, თავისი ალბომისათვისალბომისთვის „I Let the Music Speak“, რომელიც ანდერსონს მიუძღვნა.
 
====ფელტსკუგი და ლიუნგსტადი====
ხაზი 210:
{{Main|1=აგნეტა ფელტსკუგი|2=ანი-ფრიდ ლიუნგსტადი}}
 
ABBA-ს მდედრობითი სქესის ნახევარს მონაწილეები ასევე დაკავდნენ სოლო კარიერით. [[1982]] წელს ლიუნგსტადმა [[ფილ კოლინზი]]ს პროდიუსერობით ჩაწერა სადებიუტო ალბომი ''[[Something's Going On]]'', რასაც ახლა წარმატებული სინგლი და ვიდეოკლიპი „[[I Know There's Something Going On]]“. იგი იქცა საფრანგეთის #1 ჰიტად და ჩარტების სათავეში ხუთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. იგივე წარმატება მას წილად ხვდა [[ბელგია]]ში, შვეიცარიასა და [[კოსტა-რიკა]]ზე. ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და პოლონეთში სინგლმა 3-ე ადგილამდე მიაღწია და გერმანიაში, იტალიაში, ფინეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში საუკეთესო 10-ეულში იმყოფებოდა. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 13-ე ადგილამდე ავიდა. საერთო ჯამში მსოფლიოში „I Know There's Something Going On“ გაიყიდა 1.5 მილიოი ასლის ოდენობით. <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=452}}</ref> [[შვედეთის ტელევიზია]]მ მისი ჩაწერის შესახებ ვრცელი ფილმიც გადაიღო, რომელიც ერთსაათიან ინტერვიუს წარმოადგენს. მასში შეტანილი იქნა ინტერვიუები ლიუნგსტადთან, კოლინზთან, ულვეუსთან და ანდერსონთან, ისევე როგორც სხვა მუსიკოსებთან. დოკუმენტური ფილმი და პრომო ვიდეოები შეტანილია გამოცემაში ''[[Frida - The DVD]]''.
 
ლიუნგსტადის მეორე სოლო ალბომი, ''[[Shine (ფრიდას ალბომი)|Shine]]'' უფრო ექსპერიმენტული იყო და ჩაწერილი იქნა პროდიუსერ [[სტივ ლილიუაიტი]]ს თანაშემწეობით, პარიზში. იგი 1984 წელს გამოიცა და 10-ეულებში მოხვდა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, ნორვეგია, ბელგია და ნიდერლანდები. სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოიცა ალბომის პირველ სინგლად. Shine შემდგომი 12 წლის მანძილზე რჩებოდა ლიუნგსტადის უკანასკნელ სტუდიურ ალბომად. მასში ასევე შეტანილია Slowly - სიმღერა, რომელიც ABBA-ს პერიოდში დაიწერა და ამრიგად არის უკანასკნელი ცნობილი სიმღერა, რომელიც ABBA-ს მდედრობითი სქესის ყოფილი წევრის მიერ იქნა ჩაწერილი. „Shine“-ის პრომო ვიდეო და კლიპები ასევე შეტანილია ''[[Frida - The DVD]]''-ში.
 
ფელტსკუგის სოლო კარიერა ABBA-ს შემდგომ პირველად აღინიშნა ალბომის ''[[Wrap Your Arms Around Me]]'' გამოცემით. მასში შეტანილია „The Heat Is On“, რომელიც ევროპაში და სკანდინავიის ქვეყნებში ჰიტად იქცა. აშშ-ში ფელტსკუგმა მოიპოვა ბილბორდის 30-ეულში მოხვედრილი ჰიტი „Can't Shake Loose“. ევროპაში სინგლი „Wrap Your Arms Around Me“ მორიგი წარმატებული ჰიტი იყო, რომელიც ასევე ბელგიისა და დანიის ჩარტების სათავეებში მოექცა, მოხვდა შვედეთის, ნიდერლანდებისა და სამხრეთ აფრიკის ხუთეულებსა და გერმანიისა და საფრანგეთის 20-ეულებში. მსოფლიოში ალბომი 1.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=470}}</ref>
 
ფელტსკუგის მეორე ინგლისურენოვანი ალბომი, ''Eyes of a Woman'' გამოვიდა [[1985]] წლის მარტში და შვედეთის ჩარტში 2-ე ადგილამდე მიაღწია. ევროპაში მას საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. პირველი სინგლი ამ ალბომიდდან აგნეტას მიერ დაწერილი „I Won't Let You Go“ იყო. [[1987]] წლის ნოემბერში მომღერალმა გამოსცა რიგით მესამე სოლო ალბომი, ''[[I Stand Alone (აგნეტა ფელტსკუგის ალბომი)|I Stand Alone]]'', ჩაწერილი [[პიტერ სეტერა]]ს პროდიუსერობით. ბილბორდის ახალგაზრდულ ჩარტში მოხვდა „[[I Wasn't the One (Who Said Goodbye)]]“, ამ ალბომის სინგლი. ევროპაში წარმატება იქონიეს სინგლებმა „The Last Time“ და „Let It Shine“. ალბომს შვედეთში ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად - ჩარტების პირველ პოზიციაზე რვა კვირის სახით. [[1988]] წლის დასაწყისში ევროპაში უმნიშვნელო პრომო კამპანიის შემდეგ ფელტსკუგმა დროებით შეწყვიტა მუსიკალური კარიერა და საჯაროდ გამოჩენა. [[1996]] წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „As I Am“ და კრებული - როგორც სოლო, ასევე ABBA-ს პერიოდის კომპოზიციებით. [[2004]] წელს გამოიდა მისი ახალი და შემდგომში კრიტიკოსების მიერ აღიარებული ალბომი ''[[My Colouring Book]]''. შვედეთის ჩარტში იგი პირველ ადგილზე მოხვდა და სამმაგი პლატინის სტატუსიც მიიღო. გერმანიაში იგი #6 იყო, ბრიტანეთში - #12 (და მიიღო ვერცხლის დისკი), ხოლო ფინეთში ოქროს სტატუსით აღიიშნა. სინგლი „[[If I Thought You'd Ever Change Your Mind]]“ ([[სილა ბლექი]]ს [[1960-იანები|1960-იანი წლები]]ს სიმღერის ქავერ ვერსია) იქცა ბრიტანეთში აგნეტას ყველაზე წარმატებულ სოლო ჰიტად და მოხვდა ჩარტის #11 პოზიციაზე. შვედეთში მისი უმაღლესი პოზიცია #2 იყო. იგი ასევე წარმატებული იყო სკანდინავიის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში. შემდეგი სინგლი, „[[When You Walk in the Room]]“ ნაკლები წარმატებით აღინიშნა - ბრიტანეთში მხოლოდ 34-ე პოზიციის სახით. [[2007]] წლის იანვარში მან მიუზკლის ''Mamma Mia!'' სტოკჰოლმში უკანასკნელი წარმოდგენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე იმღერა შვედ მომღერალ ტომი კორბერგთან. საღამოს ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსიც ესწრებოდნენ.
ხაზი 228:
ინტერესმა კოლექტივის მუსიკის მიმართ, რომელიც გამოიწვია ''ABBA Gold: Greatest Hits''-ის გამოცემამ, იმატა ''[[More ABBA Gold: More ABBA Hits]]''-ის ([[1993]]) შემდეგ.
 
[[1994]] წელს ინტერესი გამოიწვია ორმა ავსტრალიურმა, შემდგომში [[საკულტო ფილმი|საკულტო ფილმმა]]. ორივე მათგანი ABBA-თი გატაცებაზე იყო - „[[პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები]]“ და „[[მიურიელის ქორწილი]]“. იმავე წელს გამოვიდა ''[[Thank You for the Music (ალბომი)|Thank You for the Music]]'', ოთხდისკიანი კრებული, რომელშიც შეტანილი იყო როგორც ჯგუფის ჰიტები, ასევე ალბომების სხვა რჩეული სიმღერები. კრებულის შედგენაში ჯგუფის ოთხივე წევრები მონაწილეობდა. „XX საუკუნის მიწურულს, ABBA-სადმი სიყვარულზე უფრო მეტად უცნაური იყო, თუკი ვინმეს იგი ეზიზღებოდა“ - წერდა 10 წლის შემდეგ ამერიკელი კრიტიკოსი [[ჩაკ კლოსტერმანი]]. <ref name="Klosterman quote">{{cite book|last=კლოსტერმანი|first=ჩაკ|title=Eating the Dinosaur|year=2009|publisher=Scribner|location=New York, NY|isbn=9781416544210|page=172|authorlink=Chuck Klosterman}}</ref>
 
ABBA-ს აღიარების ტალღამ იმატა სხვა შემსრულებლებს შორის: ჯგუფის [[The Lemonheads]] მონაწილე [[ევან დანდო]]მ ჩაწერა „[[Knowing Me, Knowing You]]“-ს ქავერ ვერსია, <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=504}}</ref> [[შინეიდ ო'კონორი|შინეიდ ო'კონორმა]] და ჯგუფ [[ბოიზონი]]ს ვოკალისტმა [[სტივენ გეიტლი]]მ ჩაწერეს „[[Chiquitita]]“-ს ვერსიები, [[ტანიტა ტიკარამი|ტანიტა ტიკარამმა]], ჯგუფმა [[Blancmange (ჯგუფი)|Blancmange]] და [[სტივენ უილსონი|სტივენ უილსონმა]] - „[[The Day Before You Came]]“. [[კლიფ რიჩარდი|კლიფ რიჩარდმა]] წარადგინა „[[Lay All Your Love On Me]]“ საკუთარი ვარიანტი. [[დაიენ უორვიკი]]ს, პიტერ სეტერასა და [[Celebrity Skin (ჯგუფი)|Celebrity Skin]]-ის მიერ ჩაწერილი იქნა „[[SOS (ABBA-ს სიმღერა)|SOS]]“-ის ვერსიები. აშშ ალტერნატიული როკ-მუსიკოსი [[მარშალ კრენშოუ]] საკუთარ კონცერტებზე „Knowing Me, Knowing You“-ს ასრულებდა, ხოლო ინგლისელი [[ლათინური პოპი]]ს შემსრულებელი [[რიჩარდ დენიელ რომენი]] ABBA-ს აღიარებდა, როგორც საკუთარ შემოქმედებაზე გავლენის ერთ-ერთ წყაროს. შვედმა მეტალ-გიტარისტმა [[ინგვი მალმსტინი|ინგვი მალმსტინმა]] განსხვავებული ტექსტით ჩაწერა „[[Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)]]“.
 
შემდგომში გამოიცა სიმღერების ორი განსხვავებული კრებული. ''ABBA: A Tribute'' დაემთხვა ABBA-ს დაარსებიდან 25-ე წლისთავს. მასში შეტანილი იქნა 17 სიმღერა, რომელთა ნაწილი ჩაიწერა სპეციალურად ამ გამოცემისათვის. აღსანიშნავია „One of Us“ ([[Go West (ჯგუფი)|Go West]]), „[[Hasta Mañana]]“ ([[Army of Lovers]]), „Lay All Your Love on Me“ ([[Information Society]]), „[[Take a Chance on Me]]“ ([[Erasure]]) და ლიუნგსტადის ა-კაპელა დუეტი კოლექტივთან [[The Real Group]] - „Dancing Queen“. მეორე, 12 სიმღერისგან შემდგარი კრებული [[1999]] წელს გამოვიდა სათაურით ''ABBAMANIA''. ამ ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხები გადაირიცხა ინგლისის ერთ-ერთ ახალგაზრდულ საქველმოქმედო ფონდში. მასში შეტანილია სხვა ქავერ-ვერსიები - „Money, Money, Money“ ([[Madness (ჯგუფი)|Madness]]), „Voulez-Vous“ ([[Culture Club]]), „The Winner Takes It All“ ([[The Corrs]]), „Lay All Your Love on Me“ და „I Know Him So Well“ ([[Steps (ჯგუფი)|Steps]]) და პოპური „Thank ABBA for the Music“, რომელიც რამდენიმე შემსრულებელმა ერთად წარმოადგინა და შეასრულა ამავე წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზეც.
 
შვედეთში ანდერსონისა და ულვეუსის გავლენის მზარდი აღიარება აღინიშნა [[1998]] წლის შოუს „B & B“-ს სახელით. ამ შოუზე შესრულდა ABBA-ს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ჯგუფის ყველაზე წარმატებულ წლებამდე და მათ შემდგომ. კონცერტი გამოიცა აუდიო დისკზეც. მოგვიანებით შოუს წარდგენა სკანდინავიაში ტურნეს სახით მოხდა. აღსანიშნავია ამ შოუთი [[პეკინი|პეკინში]] გამართული ორი კონცერტიც.
 
[[2000]] წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ყველა წევრმა უარი თქვა დაახლოებით 1,000,000,000 შემოთავაზებულ დოლარზე, რომელიც გაერთიანების ფარგლებში გამართული 100 კონცერტისათვის შესთავაზეს. <ref>[http://www.mtv.com/news/articles/1424667/20000202/abba.jhtml] ბეშემი, დევიდ. "ABBA Nixes Billion-Dollar Offer To Reunite. " MTV News.</ref>
 
[[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი]]ს [[2004]] წლის ნახევარფინალში, რომელიც [[სტამბოლი|სტამბოლში]] გაიმართა (ჯგუფის ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 30 წლის შემდეგ) ოთხივე წევრი გამოჩნდა სპეციალურ სახუმარო ვიდეოში „Our Last Video Ever“, რომელიც ნაჩვენები იქნა ანტრაქტის დროს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პიროვნებებმა, რომელთა შორის არიან [[რიკ მეიელი]], [[შერი]] და [[აირონ მეიდენი]]ს სიმბოლო [[Eddie the Head|ედი]]. ეს ვიდეო არ იქნა შეტანილი ევროვიზიის კონკურსის ოფიციალურ DVD-ზე, მაგრამ ABBA-ს ოთხივე წევრის ინიციატივით და თხოვნით გამოვიდა ცალკე DVD-ს „The Last Video“ სახით.
 
[[2005]] წელს ABBA-ს ოთხივე წევრი გამოჩნდა მიუზიკლის ''Mamma Mia!'' სტოკჰოლმურ პრემიერაზე. <ref>{{Cite news|url= http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/music/4263745.stm|title= Abba reunite for musical premiere|accessdate= 16 ივლისი 2008|date= 14 თებერვალი 2005|publisher= BBC News | location=ლონდონი}}</ref>
 
[[2008]] წლის 4 ივლისს ოთხეული კვლავ დაბრუნდა - ამჯერად ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' შვედური პრემიერისათვის - მეორედ [[1986]] წელს ერთად საჯაროდ გამოჩენის შემდეგ. <ref>{{Cite news|url= http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7491246.stm|title= Abba quartet at Mamma Mia showing|accessdate= 16 ივლისი 2008|date= 5 ივლისი 2008|publisher= BBC News | location=London}}</ref> ამ შეკრებისას მათ კვლავ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ოფიციალურად არასოდეს გაერთიანდებოდნენ. ციტირების სახით ნახსენები იქნა [[რობერტ პლანტი]]ს აზრი, რომ რეფორმირებული [[ლედ ზეპელინი]] იყო უფრო მეტად ქავერ ვერსიების შემსრულებელი ჯგუფი, ვიდრე ორიგინალური კოლექტივი. ულვეუსმა განაცხადა, რომ მას სურდა, ჯგუფი ყველას მოგონებებში დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იგი წარმატების პიკზე იყო. <ref>{{Cite news|url= http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7491908.stm|title= Abba will 'never' perform again |accessdate= 7 აგვისტო 2008|date= 6 ივლისი 2008|publisher= BBC News | location=London}}</ref>
[[File:ABBA 2008 Av Daniel Åhs.jpg|thumb|350px|ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' პრემიერა, 2008 წლის 4 ივლისი. ჯგუფის ოთხივე წევრი. მარცხნივ, ბოლოს - ბენი ანდერსონი. მარცხნიდან მეხუთე - აგნეტა ფელტსკუგი, ანი-ფრიდ ლიუნგსტადთან ერთად. მარჯვნიდან მეორე - ბიორნ ულვეუსი.]]
 
კრებული ''[[ABBA Gold: Greatest Hits]]'', რომელიც [[1992]] წელს გამოიცა, [[2008]] წლის [[3 აგვისტო]]ს მეხუთედ დაბრუნდა ბრიტანეთის ჩარტში და პირველ ადგილზე მოხვდა. <ref>{{Cite web|url= http://www.bbc.co.uk/6music/news/20080804_abba.shtml|title= Abba are No. 1|accessdate= 7 აგვისტო 2008|date= 4 აგვისტო 2008|publisher= [[BBC 6 Music]]}}</ref> 2008 წლის 14 აგვისტოს ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' საუნდტრეკი აშშ „ბილბორდის“ ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა და იქცა ჯგუფთან დაკავშირებულ პირველ ალბომად, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. არსებობის წლებში მათი უმაღლესი მიღწევა ამერიკის ქვეყნების ჩარტებში 14-ე ადგილი იყო.
 
[[2008]] წლის ნოემბერში ჯგუფის რვა სტუდიური ალბომი და მეცხრე დისკი, დამატებითი, იშვიათი სიმღერებით, გამოიცა კრებულის ''[[The Albums]]'' სახით. <ref>http://www.allmusic.com/album/r1453355</ref> იგი მოხვდა რამდენიმე ჩარტში, შვედეთში 4-ე ადგილი დაიკავა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საუკეთესო 10-ეულებში შევიდა.
 
2008 წელს კომპანიებმა [[Sony Computer Entertainment]] (ევროპა) და [[Universal Music Group]] (შვედეთი) გამოსცეს ''[[SingStar-ის გამოცემების სია|SingStar ABBA]]''. ეს არის [[PlayStation 2]] და [[PlayStation 3]]-თან თავსებადი სათამაშო კონსოლები სერიიდან [[SingStar]]. [[PlayStation 2]]-ის ვერსიაში შეტანილია ABBA-ს 20 სიმღერა, ხოლო [[PlayStation 3]]-ის ვარიანტში - 25.
ხაზი 253:
[[2009]] წლის 22 იანვარს ფელტსკუგი და ლიუნგსტადი გამოჩნდნენ ერთ სცენაზე - ცხოვრებისეული მიღწევებისათვის შვედური მუსიკის ჯილდოს „Rockbjörnen“ მისაღებად. ინტერვიუში ორივე შემსრულებელმა გამოხატეს მადლიერება საპატიო ჯილდოსათვის და მსმენელებს მადლობა გადაუხადეს.
 
[[2009]] წლის 25 ნოემბერს გაერთიანებამ [[PRS for Music]] გამოაცხადა, რომ ყველაზე მეტი ხმა გამოკითხვაში, რომელიც ეხებოდა ჯგუფებს, რომელთა გაერთიანებას მსმენელი ისურვებდა, ერგო ABBA-ს. <ref>{{cite news|author=გამოქვეყნდა: 7:00&nbsp; 25 ნოემბერი 2009|url=http://www.telegraph.co.uk/culture/music/music-news/6646768/Abba-is-the-band-most-people-want-to-see-reform.html |title=Abba is the band most people want to see reform |publisher=Telegraph |date=25 ნოემბერი 2009 |accessdate=31 იანვარი 2010 | location=ლონდონი}}</ref>
 
[[2010]] წლის 27 იანვარს [[ერლს კორტი]]ს საგამოფენო ცენტრში შედგა 25 დარბაზისგან შემდგარი გამოფენის ABBAWORLD წარდგენა. ამ გამოფენის ფარგლებში, რომელიც ჯგუფის ოთხივე წევრის მონიტორინგით იქნა ორგანიზებული, მოხდა ინტერაქტიული და აუდიოვიზუალური მასალების წარდგენა. <ref>{{cite news|url=http://intransit.blogs.nytimes.com/2009/12/23/mamma-mia-thats-a-lot-of-abba/ |title=Mamma Mia, That’s a Lot of ABBA New York Times 23&nbsp;დეკემბერი 2010 |publisher=Intransit. blogs. nytimes.com |date=23 დეკემბერი 2009 |accessdate=23 აგვისტო 2010}}</ref><ref>{{Cite web|url=http://www.abbaworld.com/ |title=ABBAWORLD website |publisher=Abbaworld.com |date= |accessdate=23 აგვისტო 2010| archiveurl= http://web.archive.org/web/20100811014528/http://www.abbaworld.com/| archivedate= 11 აგვისტო 2010 <!--DASHBot-->| deadurl= no}}</ref>
 
[[2011]] წლის 15 ნოემბერს კომპანიამ [[Ubisoft]] [[Wii]] პლატფორმისათვის გამოსცა [[საცეკვაო თამაში]] ''[[ABBA: You Can Dance]]''.
ხაზი 271:
==წარმატება აშშ-ში==
 
აქტიური კარიერის მანძილზე, [[1972]]-[[1982]] წლებში ჯგუფმა ბილბორდის ცხელი 100-ეულის ჩარტში 14 საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი სინგლი დააგროვა. აქედან 13 ასევე მოხვდა ჩარტში Cashbox Top 100, 10 - ორივე ჩარტის 20-ეულებში, ოთხი - 10-ეულებში („Dancing Queen“ პირველ პოზიციაზე მოხვდა). „Fernando“ და „SOS“ ბილბორდის ცხელ 100-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ Cashbox-ის („Fernando“) და Record World-ის („SOS“) ჩარტში წარმატება იქონიეს. სინგლებმა „Dancing Queen“ და „Take a Chance on Me“ [[RIAA]]-სგან მიიღეს ოქროს სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლების საფუძველზე).
 
ჯგუფის ცხრა ალბომი აშშ-ს ბილბორდის 200-ეულის პირველ 100-ეულში მოხვდა. აქედან შვიდი მოხვდა საუკეთესო 50-ეულში. ოთხი ამ ალბომიდა მოხვდა 20-ეულში - აღსანიშნავია ''ABBA: The Album''-ის 14-ე, უმაღლეს პოზიციაზე მოხვედრა. ხუთმა ალბომმა RIAA-სგან მიიღო ოქროს სერტიფიკატი (500.000-ზე მეტი გაყიდული ასლის ოდენობის საფუძველზე), ხოლო სამმა - პლატინის სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლის საფუძველზე). [[1993]] წელს ''ABBA Gold: Greatest Hits'' გამოიცა აშშ-ში და ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომში შვიდმაგი პლატინის მფლობელი გახდა. იგი ასევე მოხვდა „ბილბორდის“ პოპულარული პოპ კატალოგის ალბომების ჩარტის სათავეში და 11-ე ადგილზე ჩარტში [[Billboard Comprehensive Albums]].
ხაზი 334:
* [http://www.rollingstone.com/news/story/31347781/abbas_benny_andersson_talks_hall_of_fame_induction_bands_reunion_prospects ბენი ანდერსონის ინტერვიუ] ჟურნალთან ''[[Rolling Stone]]''
* [http://www.life.com/image/first/in-gallery/40612/abba-from-sweden-to-superstardom ABBA: შვედეთიდან სუპერვარსკვლავამდე]&nbsp;– ჟურნალის ''[[Life magazine]]'' სლაიდშოუ
* [http://www.abbastars.cz/ ABBA Stars]
 
{{ABBA}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან