რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 5:
ფრანგი ქართველოლოგის [[მარი ბროსე]]ს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.
 
რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცაროდესაც განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენი პოეტური კულტურის უპირველესი ძეგლი ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის ყველაზე მეტყველ საბუთად იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია ამ თვალსარზისით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[იაკობ გოგებაშვილი]]ს, [[ვაჟა-ფშაველა]]სა და სხვების წერილები, რომლებშიც მხატვრული თავისებურებების წარმოჩენასთან ერთად არ იყო უგულებელყოფილი პოემაში დადასტურებული მაღალი საკაცობრიო იდეალები. ქართველოლოგიის ხრდისა და განვითარების შესამაბისად რომლის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია [[ნიკო მარი]]ს შრომები. მათ ღირსებებს განსაზღვრავს მკაცრი დილოლოგიური მეთოდები, ტექსტოლოგიურ ძიებათა მაღალი დონე. ამასთან ნ. მარმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, ვეფხისტყაოსნის რთული პრობლემატიკა წარმოადგინა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მწერლობის შუქზე. XX საუკუნის დასაწყისიდანვე რუსთველოლოგიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ ა. სარაჯიშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]], დ. კარიჭაშვილი, [[იუსტინე აბულაძე]], [[სარგის კაკაბაძე]] და სხვები. [[ ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] „ქართველი ერის ისტორიის“ II ტომი (1914) ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა შოთა რუსთაველსა და მის ეპოქას.
 
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ ვეფხისტყაოსნის შესწავლა იქცა სახელმწიფოებრივი მზრუნველობის საგნად, მუშაობაში ჩაებნენ მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ძალები, რუსთველოლოგია ჩამოყალიბდა კომპლექსურ დარგად, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფილოლოგიურ, ისე ისტორიულ და სხვა მომიჯნავე მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებს. მუშაობამ შეიძინა გამიზნული ხასიათი, შეიცვალა ორგანიზაციული ფორმები. ჩამოყალიბდა სპეციალური რუსთველოლოგიური კერები (რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური განყოფილება. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „[[ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია|ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია]]“, [[თსუ]]-ის „რუსთაველის კაბინეტი“ და ა. შ.).
ხაზი 13:
საგულისხმო ნაშრომები გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსნის ლექსიკაზე, ენაზე, პოეტიკის და, საერთოდ, მხატვრული კონსტრუქციის თავისებურებაზე. პოემის ტიპოლოგიურ მიმართებაზე შუა საუკუნებბის როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მწერლობასთან; სპეციალურად დამუშავებული ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული ფოლკლორისტული საკითხები და ა. შ. საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული რუსთაველის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ ესთეტიკური ასპექტები. გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წარმოაჩენენ ვეფხისტყაოსნის ავტორის უღრმეს ნკავშირებს ქრისტიანული რელიგიასთან და, საერთოდ, ქართული კულტურასა და აზროვნებასთან; მის დიდ განსწავლულობას როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ფილოსოფიურ მწერლობაში.
 
ამ ხნის მანძილზე საგულისხმო გამოკვლევები გამოაქვეყნეს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]], [[კორნელი კეკელიძე]]მ, [[აკაკი შანიძე]]მ, [[იუსტინე აბულაძე]]მ, [[პავლე ინგოროყვა]]მ, [[სარგის კაკაბაძე]]მ, [[შალვა ნუცუბიძე]]მ, [[ალექსანდრე ბარამიძე]]მ, [[ვუკოლ ბერიძე]]მ, [[სოლომონ იორდანიშვილი|სოლომონ იორდანიშვილმა]], [[გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი)|გიორგი წერეთელმა]], [[ილია აბულაძე]]მ, [[ივანე გიგინეიშვილი|ივანე გიგინეიშვილმა]] და სხვებმა. ვრცელ მონოგრაფიულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია [[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძის]] „რუსთაველის შემოქმედება“ (რუსულ ენაზე, 1958); [[ალექსანდრე ბარამიძე|ალექსანდრე ბარამიძის]] „შოთა რუსთაველი“ ([[1975]]); [[გაიოზ იმედაშვილი]] „ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა“ ([[1968]]), ნ. ნათაძის „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“ (1965); [[სარგის ცაიშვილი]] „ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია“ (ორ ტომად, [[1970]]) და სხვა.
 
რუსთველოლოგიის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ნაშრომები გამოაქვეყნეს ა. გაწერელიამ, შ. ძიძიგურმა, გ. ჯიბლაძემ, ს. ყუბანეიშვილმა, გ. ნადირაძემ, ი. ლოლაშვილმა, ვ. ნორაკიძემ, მ. ჩიქოვანმა, შ. ღლონტმა, ი. მეგრელიძემ, ლ. მენაბდემ, მ. გუგუშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ე. ხინთიბიძემ, გ. შარაძემ, მ. გიგინეიშვილმა, ლ. ანდღულაძემ, ბ. დარჩიამ, ს. სერებრიაკოვმა, გ. კარტოზიამ, რ. პატარიძემ, ა. ჭინჭარაულმა, მ. მახათაძემ, დ. ქუმსიაშვილმა და სხვებმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთველოლოგია“-დან