მიხაელ ბალაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 30:
საკლუბო კარიერა დაიწყო კლუბ [[ჰემნიცი (საფეხბურთო კლუბი)|„ჰემნიცში“]], თავის მშობლიურ მხარეში. 1997 წელს გადავიდა [[კაიზერსლაუტერნი (საფეხბურთო კლუბი)|„კაიზერსლაუტერნში“]] და პირველივე წელს გახდა [[გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა|ბუნდესლიგის]] გამარჯვებული.
 
1999 წელს 4,1 მილიონ ევროდ გადავიდა ლევერკუზენის [[ბაიერი (საფეხბურთო კლუბი)|„ბაიერში“]]. სოერდ „ბაიერში“ გახდა ბალაკი საქვეყნოდ განთქმული, როცაროდესაც 2002 წელს კლუბმა წარმატებით იასპარეზეა [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა]]ზე და გავიდა ტურნირის ფინალში, დაამარცხა რა ფინალისკენ გზაზე [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]] და [[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ იუნაიტედი“]]. „ბაიერი“ ფინალში დამარცხდა [[რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|„რეალთან“]]. იმავე წელს ლევერკუზენის კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში და [[გერმანიის საფეხბურთო თასი|გერმანიის თასზე]]. იმ წელს ბალაკმა მიიღო წლის გერმანელი ფეხბურთელის ტიტული.
 
2002 წლიდან ბალაკი გადავიდა გერმანული ფეხბურთის გიგანტ [[ბაიერნი მიუნხენი (საფეხბურთო კლუბი)|„ბაიერნში“]]. ტრანსფერის ფასი იყო 12,9 მილიონი ევრო. „ბაიერნთან“ ერთად ბალაკმა სამჯერ მოიგო გერმანული დუბლი - ჩემპიონატი და თასი - 2003, 2005 და 2006 წლებში. საერთაშორისო არენაზე ამ წლებში „ბაიერნსა“ და ბალაკს თავი არაფრით გამოუჩენიათ.
 
2006 წლის შუიდან ბალაკი თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა ლონდონის [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|„ჩელსის“]]. ახალ კლუბთან ერთად ბალაკმა მოიგო ლიგისა და ასოციაციის თასები. 2007 წელს მიღებული ტრავმის გამო მას თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. 2008 წელს ბალაკს კვლავ მიეცა [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] მოგების შანსი, როცაროდესაც მისი კლუბი ფინალში გავიდა, მაგრამ „ჩელსი“ პენალტების სერიაში დამარცხდა [[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ იუნაიტედთან“]].
 
2010 წელს ბალაკმა დატოვა კლუბი კვლავ როგორც თავისუფალმა აგენტმა. ბალაკი დაუბრუნდა თავის ძველ კლუბს, [[ბაიერი (საფეხბურთო კლუბი)|„ბაიერს“]]. ბალაკი დაეხმარა კლუბს 2010-11 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე, ხოლო მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპების დაძლევაში და ამავდროულად ბუნდესლიგაში წამყვანი პოზიციების დაკავებაში. ბალაკმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 2012 წლის 2 ოქტომბერს განაცხადა.
ხაზი 43:
უკვე [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მუნდიალზე]] ბალაკი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო მეკარე [[ოლივერ კანი|ოლივერ კანთან]] ერთად. ბალაკმა გაიტანა ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლები ტურნირის მეოთხედ- და ნახევარფინალებში და ნაკრები ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალში მიღებული [[ყვითელი ბარათი]]ს გამო ბალაკმა ვერ ითამაშა ფინალში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიასთან]] წააგო.
 
ბალაკი ასევე მონაწილეობდა [[ევრო 2004]]-ზე, სადაც გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ბალაკმა ყველა მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
 
[[ფაილი:Michael Ballack 2009 cropped.jpg|thumb|350პქ|ბალაკი ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს]]
 
ამ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე [[იურგენ კლინსმანი]] დაინიშნა. მან ბალაკს ნაკრების კაპიტნობა ჩააბარა. კაპიტნის რანგში გაუძღვა ნაკრებს ბალაკი [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|მუნდიალი 2006]]-ზე, სადაც გერმანიის ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ასევე კაპიტნის რანგში უძღვებოდა ბალაკი გუნდს [[ევრო 2008]]-ზე, როცაროდესაც მთავარი მწვრთნელი უკვე [[იოახიმ ლევი]] იყო. ბალაკმა ნაკრებთან ერთად ამ ტურნირზე ტავისი მორიგი და უკანასკნელი ვერცხლის მედალი მოიპოვა. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010|2010 წლის მუნდიალზე]] ის ტრავმის გამო ვერ წავიდა. ნაკრების კაპიტნად [[ფილიპ ლამი]] დაინიშნა. ბალაკს ნაკრებში აღარ უთამაშია.
 
== ტიტულები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხაელ_ბალაკი“-დან