დიდებული: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB |
||
ხაზი 1:
'''დიდებული''' — პრივილეგირებულ წოდებათა ([[აზნაური]], [[თავადი]], [[ვაჭარი]]) უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში. „[[დიდება]]“ მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა (თანამდებობა) და მისი შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას ერქვა. დიდებამინიჭებულ აზნაურს დიდებული აზნაური ეწოდებოდა. აზნაური იმთავითვე ცდილობდა სახელო და ყმა-მამული სამემკვიდრეოდ ექცია. XI–XII საუკუნეებში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოების (კალმახელი, ჯაყელი, სურამელი, არიშიანი, ვარდანისძე, [[კახაბერისძენი|კახაბერისძე]] და სხვა) წარმომადგენლები დიდმოხელეობას თაობიდან თაობამდე ფლობდნენ. მაგ., ქართლის ერისთავობა XII საუკუნის 70-იანი წლებიდან მთელი XIII საუკუნის მანძილზე [[სურამელები]]ს ხელში იყო; რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავებად XI საუკუნის დასაწყისიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე [[კახაბერისძენი]] იყვნენ; სამცხის ერისთავთ-ერისთავად და სპასალარად XI-XIII საუკუნეებში [[ჯაყელები|ჯაყელთა]] სახლის წევრები ჩანან. ზოგი ერისთავი ამავე დროს სამეფო კარის მოხელეც იყო. მაგ., [[ვარდან სვანთა ერისთავი|სვანთა ერისთავი ვარდანისძე]] [[თამარი]]ს დროს [[მეჭურჭლეთუხუცესი]]ც იყო. [[ბექას სამართალი|ბექას სამართლით]], დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრად იყო შეფასებული, მაშინ,
გვიანდელ საუკუნეებში დიდებულების წრიდან შეიქმნა თავადთა სოციალური წოდება. თავადთა შორის უპირატეს მდგომარეობაში მყოფთ „დიდებული თავადი“ ეწოდებოდა. XVII–XVIII საუკუნეებში [[ქართლის სამეფო]]ში დიდებული თავადი ერქვა ისეთი გაუყრელი სახლის მეთაურს, რომელიც დიდ ყმა-მამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, ციციშვილი, ამილახვარი, ორბელიანი და სომხითის მელიქის სახლის მეთაური). [[სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა|ვახტანგის სამართლით]], დიდებული თავადის სისხლი [[1536]] წელს თუმნად იყო შეფასებული. ამავე სამართლის ვაჭართა უმაღლესი ფენის წარმომადგენელს დიდებული ვაჭარი ეწოდებოდა.
|