გიორგი-მალაქია აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''გიორგი-მალაქია პაატას ძე აბაშიძე''', იგივე ''გიორგი V'' (გ. [[15 ოქტომბერი]], [[1722]]) — XVII-XVIII საუკუნეების [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის ფაქტობრივი მეფე 1701 —1707 წლებში.
 
პირველად იხსენიება 1658—1676 „საფიცის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით [[1684]] საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო თავად [[ჩხეიძეები|ჩხეიძეთა]] ციხე-ქალაქი [[შორაპანი]], მიითვისა მეფის [[სახასო]] მამულები [[ზემო იმერეთი|ზემო იმერეთში]], [[აგიაშვილები|აგიაშვილებს]] წაართვა ციხისთავობა და [[ცუცხვათის ციხე]]. 1701-1707 იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსაც]] შეუწყვიტეს ხარკის მიცემა. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფასით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. [[1700]] მისივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]]. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალთა გამეფებულ [[გიორგი VI, იმერეთის მეფე | გიორგი VI-ს]] და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. [[1711]] აბაშიძე ქართლის ჯანიშინს [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები [[თბილისი |თბილისში]] გაატარა. დაკრძალულია [[კაცხიკაცხის ტაძარი|კაცხში]], მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.
 
== ლიტერატურა ==