ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბარემ
ხაზი 54:
===დიდების წლები===
 
1961 წელს [[ტედ ფენტონი|ტედ ფენტონის]] შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე [[რონ გრინვუდი]] დაინიშნა და სწორედ მას უკავშირდება კლუბის პირველი წარმატებები როგორც ინგლისში, ისე ევროარენაზე. კერძოდ, გრინვუდის მიერ გაწვრთნილმა ვესტ ჰემმა 1964 წელს [[ინგლისის ასოციაციის თასი|ინგლისის ასოციაციის თასის]], ხოლო 1965 წელს კი [[ევროპის თასების მფლობელთა თასი|ევროპის თასების მფლობელთა თასის]] მოგება მოახერხა.
 
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სამი წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ვესტ ჰემიდან იყო: გუნდის კაპიტანი [[ბობი მური]]; [[მარტინ პიტერსი]] (რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა); და [[ჯეფ ჰერსტი]], რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ–თრიქის ავტორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში.
 
[[აპტონ პარკი|აპტონ პარკთან]] ახლოს, ბარქინგ როუდზე, "ჩემპიონების" ძეგლი დგას, რომელიც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირებს გამოსახავს: კერძოდ, აქ არიან [[ბობი მური]], [[მარტინ პიტერსი]], [[ჯეფ ჰერსტი]] და [[ევერტონი|ევერტონის]] ფეხბურთელი [[რეი უილსონი]] მსოფლიო თასით ხელში.
 
1974–75 წლების სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ [[რონ გრინვუდი|გრინვუდმა]] კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა და ისე, რომ ხელმძღვანელობასთან არ შეუთანხმებია, მთავარ მწვრთნელად თავისი ასისტენტი, [[ჯონ ლაიალი]] დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე მოიტანა – ლაიალის პირველ ოთხ მატჩში გუნდმა 20 გოლის გატანა მოახერხა და 1975 წელს [[ინგლისის ასოციაციის თასი|ინგლისის ასოციაციის თასიც]] მოიგო, დამაარცხა რა ფინალში [[ფულემი]] ანგარიშით 2–0. სხვათაშორის, ის ვესტ ჰემი უკანასკნელი გუნდია, რომელმაც ასოციაციის თასის მოგება ისე მოახერხა, რომ შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ინგლისელი ჰყავდა.
 
ლაიალმა ვესტ ჰემი 1976 წელს კიდევ ერთხელ გაიყვანა [[ევროპის თასების მფლობელთა თასი|ევროპის თასების მფლობელთა თასის]] ფინალში, თუმცა ლონდონელები ბელგიურ [[ანდერლეხტი|ანდერლეხტთან]] 4–2 დამარცხდნენ. გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე [[რონ გრინვუდი|გრინვუდის]] ყოფნამ სამ წელიწადზე ნაკლები გასტანა; 1977 წელს მან ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე [[დონ რევი]] შეცვალა.
 
 
== შემადგენლობა ==