ფრანკო ბარეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 15:
 
== კარიერა ==
ფარეზის საკლუბო კარიერა მთლიანად [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანთანაა]] დაკავშირებული. თუმცა მისი ძმა, ჯუზეპე [[ინტერი|ინტერის]] ფეხბურთელი გახლდათიყო და პატარა ფრანკოსაც დიდი სურვილი ჰქონდა ძმის გვერდით ეთამაშა, მაგრამ [[ინტერი|ნერაძურის]] ხელმძღვანელობამ მის მიღებაზე უარი განაცხადა. უმცროსი ბარეზიც მეორე მილანურ კლუბში მივიდა და მთელი კარიერა სწორედ შავ-წითლი მაისური ატარა.
 
მილანის ბავშვთა გუნდიდან ფრანკო ბარეზი ძირითად გუნდში [[1977]] წელს მოხვდა. 2 წლის შემდეგ კი პირველი ტიტული მოიგო - სკუდეტოს მფლობელი გახდა. კარიერა ასე მარტივად არ გაგრძელებულა, მალე კლუბი დიდ სკანდალში გაეხვია - გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და ხელმძღვანელობასთან ერთად მილანის ფეხბურთლებიც დააკავეს, [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|როსონერი]] კი სერია ბ-ში დააქვეითეს. კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და უარი თქვეს ქვედა ლიგაში ასპარეზობაზე. ამიტომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ფრანკო ბარეზისა და მაურო ტასოტიზე გაკეთდა. იმ სეზონში სერია ბ მოიგეს და ელიტაში დაბრუნდნენ, თუმცა მხოლოდ 1 წლით, [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი|სერია ა-ში]] მე-14 ადგილზე გავიდნენ და კვლავ დაქვეითდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ მოიგეს სერია ბ და კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ.
 
[[1985]] წელს კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. მაშინ ბარეზი უკვე გუნდის კაპიტანი იყო.
[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანის]] პრეზიდენტმა ჯუზეპე ფარინამ დიდი თანხა მიითვისა და სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. როსონერი გაკოტრებულად გამოცხადდა და ფეხბურთელების, მათ შორის ბარეზის, ბედი გაურკვეველი გახდა.
 
მალე კლუბის აქციები იტალიელმა ტელემაგნატმა [[სილვიო ბერლუსკონი|სილვიო ბერლუსკონიმ]] შეიძინა და მილანშიც ახალი ერა დაიყო. ყველაფერი პომპეზურად დაიწყო, ბერლუსკონი ვერტმფრენით დაჯდა [[სან სირო|სან სიროზე]], მენეჯერებთან და ფრანკო ბარეზისთან ოფიციალური შეხვედრა გამართა და საკუთარი მიზნები გააცნო. მაშინ ახალმა მფლობელმა ფეხბურთლების შესაძენად 21 მილიონი დოლარი დახარჯა და მთელი მსოფლიო გააოცა. კლუბში მოვიდნენ [[რუუდ გულიტი]], [[ფრანკ რეიკარდი]], [[ვან ბასტენი]], [[კარლო ანჩელოტი]], ბარეზისა და ტასოტის ახალგაზრდა [[პაოლო მალდინი|მალდინი]] – [[ალესანდრო კოსტაკურტა|კოსტაკურტას]] დუეტი დაემატა. ეს ოთხეული დღემდე ყველა დროის საუკეთესო დაცვადაა მიჩნეული.
ხაზი 27:
 
=== წარმატებული სეზონები ===
[[1988]] წელს სკუდეტოს და იტალიის თასს იგებენ, [[1989]]-ში ევროპის სუპერ თასს, საერთოდ [[1989]] წლიდან [[1994]] წლამდე ყველაფერი მოიგეს, რაც კი შეიძლება ევროპულმა კლუბმა მოიგოს. მხოლოდ [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა თასი]] ფრანკო ბარეზიმ 3-ჯერ აღმართა. ლიგის ფინალებს შორის გამრჩეული მატჩი [[1994]] წელს [[იოჰან კრულიფი|კრუიფის]] [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონას]] წინააღმდეგ ჩაატარეს. მაშინ მილანმა 4 უპასუხო გოლი გაუტანა ევროპული ფეხბურთის გრანდს. იმ დროს კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” ეძახდნენ.
 
[[1996]] წელს [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]] კიდევ ერთხელ ხდება [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი|იტალიის ჩემპიონი]], რასაც რამდენიმეწლიანი ჩავარდნა მოყვება. ფრანკო ბარეზი სკუდეტოს მოგების შემდეგ კიდევ ერთ სეზონს რჩება კლუბში, შემდეგ კი კარიერას ასრულებს.
ხაზი 38:
=== სანაკრებო კარიერა ===
 
ფრანკო ბარეზიმ [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის ნაკრებთან]] ერთად [[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატზე]] სამივე სინჯის მედალი მოიგო. [[1982]] წელს [[ესპანეთი|ესპანეთში]] გუნდთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია, მაშინ [[გაეტანო შირეა|გაეტანო შირეას]] შემცვლელი იყო. [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალია]] მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი ბარეზიმაც მიიღო.
 
მალე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და მომდევნო მუნდიალზე, [[1990]] წელს უკვე აძურას კაპიტნობდა კიდეც, მაშინ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. [[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი]] მნიშვნელოვანი იყო ფრაკნო ბარეზისთვის. [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] იტალია შესანიშნავად ასპარეზობდა, იმ დროინდელ ნაკრებში [[რობერტო ბაჯო]] ბრწყინავდა და აძურამაც ფინალში გააღწია, სადაც [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიას]] დაუპირისპირდა.
 
თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტის შესრულება ფრანკო ბარეზისაც დაეკისრა, თუმცა კაპიტანმა ვერ გაიტანა, გადამწყვეტი დარტყმა ბაჯომ შესარულა, მანაც ააცილა და იტალიის ნაკრებიც ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ფრანკო ბარეზისთვის ეს მატჩი უკანასკნელი იყო, ამერიკაში გამგზავრებამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებდან წავიდოდა.
 
აცრემლებული იტალიელების კადრებმა მსოფლიო მოიარა, თუმცა ყველაზე ამაღელვებელი მაინც ის მომენტი იყო, როდესაც ფრანკო ბარეზიმ კაპიტნის სამკლაური უხმოდ გაუწოდა [[პაოლო მალდინი|პაოლო მალდინის]]. მაყურებელმა კი ტაშით გააცილა ლეგენდარული მცველი.
ხაზი 63:
* მსოფლიო ჩემპიონი: [[1982]]
* მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: [[1994]]
* მსფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: [[1990]]
 
=== პირადი ===
ხაზი 80:
 
{{DEFAULTSORT:ბარეზი, ფრანკო}}
 
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:იტალიელი ფეხბურთელები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანკო_ბარეზი“-დან