ჯორჯ გორდონ ბაირონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.187.8.190-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 30:
 
=== შემოქმედება ===
ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.
ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამ
 
ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. "მსოფლიო სევდის" გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი [[1813]]-[[1816]] შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში ("გიაური", "აბიდოსელი სარძლო", "კორსარი", "ლარა", "კორინთის ალყა", "პარიზინა"). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.
 
დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც "ებრაული მელოდიები" ([[1814]]-[[1815]]), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა "მანფრედი" ([[1817]]), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია "კაენი" ([[1821]]); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. [[1817]]-იდან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ("ტასოს ჩივილი", [[1817]]; "მაზერა", [[1818]]; "ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება, [[1816]]-[[1817]]); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები "მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი", "სარდანაპალი", "ორი ფოსკარი" (სამივე [[1821]]); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას ("ბეპო", [[1818]]; "ირლანდიელი ავატარა", [[1821]]; "სამსჯავროს ხილვა", [[1822]] და სხვა).