ამაზონის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Amazonriverbasin basemap.png|მინი|270პქ|ამაზონის აუზი]]
[[ფაილი:Campo12Foto 2.JPG|მინი|270პქ|ამაზონი]]
'''ამაზონის დაბლობი''', '''ამაზონია''' ({{lang-pt|bacia do rio Amazonas}}, {{lang-es|cuenca del Amazonas}}) — მსოფლიოს უდიდესი [[დაბლობი]] [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]], მდინარე [[ამაზონი]]ს აუზში. ვრცელდება [[ბოლივია|ბოლივიის]], [[ბრაზილია|ბრაზილიის]], [[კოლუმბია|კოლუმბიის]], [[ეკვადორი]]ს, [[გაიანა|გაიანის]], [[პერუ]]სა და [[ვენესუელა|ვენესუელის]] ტერიტორიებზე. ფართობი 6,915,000 კმ². უკავია [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ფართობის დაახლოებით 40%. გაშლილია [[ანდები]]დან [[ატლანტის ოკეანე]]მდე, გვიანისა და ბრაზილიის ზეგნებს შორის. მოქცეულია სამხრეთ ამერიკის ბაქნის ფარგლებში, რომელიც ამოვსებულია მეტწილად პალეოზოური ზღვიური და მეზო-კაინოზოური კონტინენტური დანალექებით.
 
დასავლეთი ამაზონია მეტად ფართო (1600 კმ), ბრტყელი და ვაკე ტერიტორიაა. გაბატონებულია ეკვატორული მუდამ ტენიანი ჰავა. მდინარეები სუსტადამოჭრილ ფართო ხეობაში კლაკნილად მიედინებიან, აქვთ მღვრიე წყალი. მდინარეთაშორისი ბრტყელი ზედაპირი (ეგრეთ წოდებული ტერა ფირმა — „მყარი მიწები“, ან ეტე) დაფარულია ნოტიო ეკვატორული ტყეებით ([[სელვასი]], [[ჰილეა]]). მდინარეთა ხეობებში განასხვავებენ მაღალი (ვარზეა) და დაბალი (იგაპო) ჭალის ლანდშაფტებს.