გლიკოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''გლიკოგენი''' — (C6H10O5) ცხოველური სახამებელი , ძირითადი სამა...
(განსხვავება არ არის)

14:20, 26 ივნისი 2013-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} გლიკოგენი — (C6H10O5) ცხოველური სახამებელი , ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი ადამაინსა და ცხოველებში. გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ ბაქტერიაში, საფუვრებსა და სოკოებში. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა ღვიძლში (3-5%) და კუნთებში (0,4-2%). აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა (1857). გლიკოგენი ჰომოპოლისაქარიდია და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D გლუკოზის ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ გლუკოზის 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება ოპალესცენციით, ოპტიკურად აქტიურია, იოდით იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში ამილაზის ზემოქმედებით და მთავრდება წვრილ ნაწლავებში. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ მალტოზა და გლუკოზა.

ლიტერატურა