ოლჯაითუ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 45:
 
მას შემდეგ, რაც [[1312]] წლის[[ აგვისტო]]ში ოლჯაითუს მხარეზე გადავიდნენ ემირები [[ყარა-სუნქური]], [[დამასკი]]ს მმართველი და [[აყ-ყუშ აფრამი]], [[ტრიპოლი (ლიბანი)|ტრიპოლის]] მმართველი, ილხანმა წამოიწყო ლაშქრობა [[სირია|სირიის]] [[მამლუქები]]ს სამფლობელოებში. ჯარები შეტევაზე გადავიდნენ ოქტომბერში, [[23 დეკემბერი|23 დეკემბერს]] კი მიუახლოვდნენ ქალაქ [[რაჰბა]]ს. გარნიზონმა მონღოლებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. [[1313]] წლის [[26 იანვარი|26 იანვარს]] ოლჯაითუ იძულებული გახდა მოეხსნა ალყა. ჰულაგუიანებს უარის თქმა მოუწიათ სირიის დაპყრობაზე.
 
[[1307]] წელს ჰულაგუიანების მმართველობის ქვეშ მოექცა [[გილანის ოსტანი|გილანი]]. [[1313]] წელს ილხანის ჯარებმა დაიკავეს [[ნიკუდარი]] სამხრეთ [[ავღანეთი|ავღანეთში]]. მათ წინააღმდეგ დაიძრა [[ჩაღათას ულუსი]]ს არმია [[კებეკი]]სა და უფლისწულ [[იასავური]]ს ხელმძღვანელობით. [[1314]] წლის იანვარში გადავიდნენ [[ამუდარია]]ზე და მიაყენეს სასტიკი მარცხი [[ჰულაგუიანები]]ს ხორასნის არმიას [[მდინარე]] [[მურღაბი]]ს მახლობლად. გაქცეულებს კი სდიეს [[ჰერათი]]ს ჭიშკრამდე. მიიღო რა ცნობა მისი არმიის განადგურებისა, ოლჯაითუ დაიძრა [[სოლთანიე]]დან 18 თებერვალს. მოწინააღმდეგემ დაიხია საკუთარი ულუსის ტერიტორიაზე. ამ დროს კებეკმა იასავური დაადანაშაულა ღალატში და ოლჯაითუმ იასავურის დახმარების მიზნით გადალახა ამუდარია. იასავური დაბრუნდა ილხანის ჯართან ერთად [[ხორასანი|ხორასანში]]. ოლჯაითუმ მას უბოძა [[ბადღისის პროვინცია|ბადღისი]]ს საძოვრები.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლჯაითუ-ყაენი“-დან