სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2919545
No edit summary
ხაზი 1:
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''სვანეთის სამთავრო''', ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან - 1858 წლამდე. სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის ([[მდინარე]] [[ენგური]]ს ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. [[ბალის ქედი]]დან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა [[ბეჩო (თემი)|ბეჩოს]], ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან.
 
სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500—10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.