სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q764
No edit summary
ხაზი 24:
 
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — [[ქიტრიდიომიცეტები]] (Chytridiomycetes), [[მიცელიუმი]] ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია ([[იზოგამია]], პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — [[ოომიცეტები]] (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — [[ზიგომიცეტები]] (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — [[მწერები]]ს პარაზიტი. IV კლასი — [[ჩანთიანი სოკოები]] (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — [[ბაზიდიომიცეტები]] (Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — [[უსრულო სოკოები]] ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.
 
 
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოკოები“-დან