ვოსტოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: es:Vostok (strong connection between (2) ka:ვოსტოკი and es:Nave espacial Vostok)
No edit summary
ხაზი 5:
== სამუშაოების დაწყება ==
 
[[ტიხონრავოვი, მიხაილ|მიხაილ ტიხონრავოვმა]], რომელიც საკონსტრუქტურო ბიურო ოკბ-1, მუშაობდა, [[1957]] წელს მუშაობა დაიწყო პილოტირებული კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად. ამავე წლის აპრილისთვის მომზადებულ იქნა გამოკვლევების გეგმა. 1957 წლის სექტემბრიდან 1958 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა გამოკვლევები ორბიტიდან დედამიწაზე დასაშვები ტრაექტორიის შესახებ.
 
ყველაფერმა ამან უკვე [[1958]] წლის აპრილისათვის საშუალება მისცა სამუშაო ჯგუფს განესაზღვრათ მომავალი ხომალდის ძირითადი მონახაზები: პროექტული მასა 5-5,5 ტონა, გადატვირთვა ატმოსფეროში შესვლისას 8-9 G, ხომალდის დასაშვები მოდულის ფორმა-სფეროსებური, რომელიც ატმოსფეროში შესვლისას 2000-3500 გრადუსამდე გავარვარდებოდა, სიცხისგან დამცავი ფენის მასა 1,3-1,5 ტონა, დაშვების სიზუსტე 100-150 კმ, ორბიტის სიმაღლე - 250 კილომეტრი. ხომალდის დაბრუნებისას 8-10 კილომეტრ სიმაღლეზე გათვალისწინებული იყო კოსმონავტის კატაპულტირება. [[1958]] წლის აგვისტოში საანგარიშო მოხსენება მზად იყო, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტრუქტორო სამუშაოების დაწყებას და უკვე შემოდგომაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო. [[1959]] წლის მაისისთვის მზად იყო მოხსენება რომელიც შეიცავდა ორბიტიდან დაშვების ბალისტიკურ გამოთვლებს.
 
[[1960]] წლის აპრილისთვის ხომალდ-თანამგზავრ (ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა მაშინ) "ვოსტოკ-1" ესკიზური პროექტი შემუშავდა. ეს უნდა ყოფილიყო ექსპერიმენტალური აპარატი, რომლის საფუძველზეც შეიქმნებოდა ჯაშუში-თანამგზავრი "ვოსტოკ-2" და პილოტირებული კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკ-3".
 
== ტექნიკური მონაცემები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოსტოკი“-დან