ადაპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:1908 Redon Oannes anagoria.JPG|მინი|ადაპა, ავტ. [[ოდილონ რედონი]]]]
{{წყარო}}
 
'''ადაპა''' — [[შუმერული მითოლოგია|შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში]] — პირველი ადამიანი ([[ბიბლია|ბიბლიური]] [[ადამი]]ს პროტოტიპი), ნახევრად ღმერთი და შუმერული პანთეონის უზენაესი ტრიადის მესამე წევრის — [[ენქი]]ს ძე. ცხოვრობდა სამხრეთ [[მესოპოტამია|შუამდინარეთის]] უძველეს ქალაქ [[ერიდუ]]ში, რომლის მთავარი ღვთაებც სწორედ ენქი იყო. ადაპა ერთ-ერთია იმ შვიდ [[აბგალი|აბგალს]] შორის, რომელთაც მიეწერება შუმერულ ქალაქთა დაარსება.
 
==მითი დაკარგულ უკვდავებაზე==
 
ღვთაება ენქისადმი მთავარ შესაწირად ითვლებოდა [[თევზი]]. ამიტომაც ადაპას ყოველდღე უწევდა ნავით ზღვაში შესვლა და სამსხვერპლო თევზის დაჭერა. ერთხელაც, ზღვაში შესულს მოუსწრო ქარიშხალმა და მისი ნავი ამოატრიალა. ამის გამო განაწყენებულმა ადაპამ სამხრეთის ქარს ფრთები დაუმტვრია, რის გამოც ერთი კვირა არ ქროდა ქარი. ამ საქციელზე პასუხის გასაცემად ღვთაება [[ანუ]]მ ზეცაში დაიბარა ის. წასვლამდე ენქიმ გააფრთხილა, პირი არ დაეკარებინა იმ საჭმელ-სასმელისათვის, რასაც მას ანუ შესთავაზებდა, რათა არ მოეწამლა. მაგრამ მოხდა საპირისპიროდ და ანუმ ადაპას შესთავაზა უკვდავების საკვები და სასმელი. ახსოვდა რა ადაპას მამის დარიგება, უარი თქვა შეთავაზებაზე. ასე დაკარგა ადაპამ უკვდავების მინიჭების შანსი.
 
== ლიტერატურა ==
*Jean Bottero, ''Everyday Life In Ancient Mesopotamia''
*Donald A. Mackenzie, ''Myths of Babylonia and Assyria''
*Stephanie Dalley, "Myths from Mesopotamia" p. 326
 
[[კატეგორია: შუამდინარეთი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადაპა“-დან