შუაღამის შვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 17 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q625764
No edit summary
ხაზი 20:
1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა (შემდგომში დამოუკიდებელმა ბანგლადეშმა) დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. პროტესტანტების დასაშოშმინებლად პაკისტანმა საიდუმლო დესანტი გადასხა. მათ შორის იყო სალიმის ჯგუფიც. ისინი დაუნდობლად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. სალიმი თავის ჯგუფთან ერთად არარსებული მოწინააღმდეგის ძებნაში აღმოჩნდება ღრმა ჯუნგლებში, სადაც ჯუნგლების მაგიური ძალის დახმარებით მეხსიერება უბრუნდება. იგი თავის რაზმთან ერთად ბრუნდება დაკაში, სადაც ამ დროისთვის უკვე ინდოეთის ჯარები არიან შემოსული ამბოხებულთა დასახმარებლად. ჯარს უძღვის მაიორი შივა, რომელიც ამ ომის გმირადია. ჯარის გვერდით მოაბიჯებენ ჯამბაზები და საცირკო ხელოვნების ადამიანები. მათ შორისაა პარვატი-ჯადოქარი გოგონა, ასევე შუაღამის შვილი. პარვატის დახმარებით იგი კალათა უჩინმაჩინის მეშვეობით დელიში მოხვდება.
 
რომანის ამ ნაწილში სალიმს უშუალო შეხება უწევს ინდირა განდის მმართველობასთან, რომელიც მკაცრად უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამავდროულად პერვატის შეუყვარდება სალიმი, თუმცა უპასუხო გრძნობის გამო, იგი ფეხმძიმდება შივასგან. სალემს ცოლად მოჰყავს პერვატი და მათ უჩნდებათ ბიჭუნა, რომელსაც სალიმი საკუთარი პაპის საპატივცემულოდპატივსაცემად ადამს დაარქმევს.
 
ინდირა განდის შვილი - სინჯაი იწყებს "სისუფთავის" კამპანიას, რომელიც სინამდვილეში გულისხმობს უსახლკაროთა ვაზექტომიას. ერთ დილას ჯამბაზების კარვების ქალაქს, სადაც სალემი თავის ოჯახთან ცხოვრობს, მოადგება შეიარაღებული რაზმი შივას ხელმძღვანელობით და ხდება კარვების მოსახლეობის დაჭერა. ორომტრიალში იღუპება პერვატი, ხოლო სალემი გადაჰყავთ ციხეში, რომელშიც ინდირა განდის პოლიტიკური ოპონენტები არიან გამომწყვედეული.