ჯაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
XV-[[XVI საუკუნე]]ებში ჯაყელები [[ქართლი]]ს საპატრიარქოსაგან სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის გამოყოფას და მის სათავეში მაწყვერელის ჩაყენებასაც ცდილობდნენ. ეს საეკლესიო ბრძოლა ქართლის კათალიკოსის გამარჯვებით დამთავრდა.
 
ჯაყელები ასევე აწარმოებდნენ სამამულე ბრძოლას სამხრეთ საქართველოს სხვა დიდ ფეოდალურ სახლებთან - [[ჩორჩანელები|ჩორჩანელებთან]], [[თმოგველები|თმოგველებთან]], [[მხარგრძელები|მხარგრძელებთან]], [[თორელები|თორელებთან]], [[ღობიარები|ღობიარებთან]], [[ორბელები|ორბელებთან]], [[ფანასკერტელები|ფანასკერტელებთან]], [[ბოცოსძეები|ბოცოსძეებთან]], [[ხურსიძეები|ხურსიძეებთან]] და სხვა. ამ ბრძოლაში ჯაყელებმა გაიმარჯვეს. დამარცხებული ფეოდალები მათ ან განდევნეს [[სამცხე-საათაბაგო]]დან ან თავიანთ ყმა-ვასალებად აქციეს. სამცხე-საათაბაგოს თავადების XVI საუკუნის ნუსხაში იხსენიება 22 თავადი, რომელთაგან 14 დამკვიდრებულია სხვა, ადრინდელი ფეოდალის მამულში. გადაშენებულ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის ჩანან ძველი ჯაყელებიც - ბოცოსძენი. [[1576]]-[[1578]] წლებში სამცხე-საათაბაგოში მწვავე შინაომი გაჩაღდა ჯაყელებსა და მათ წინააღმდეგ აჯანყებულ ფეოდალებს შორის ([[შალიკაშვილები]], [[დიასამიძეები]], [[ამატაკისშვილები]] და სხვა). ამ შინაომმა გზა გაუწმინდა კარზე მომდგარ ოსმალ დამპყრობლებს, რომლებმაც [[1578]]-[[1581]] წლებში ხელთ იგდეს [[სამცხე-ჯავახეთი]]ს უმთავესიუმთავრესი ციხეები.
 
სამცხის უკანასკნელი ათაბაგი იყო [[მანუჩარ III]] ჯაყელი ([[1614]]-[[1625]] წწ.). ის მოწამლა საკუთარმა ბიძამ ბექამ ([[ბექა III|საფარ-ფაშამ]]), რომელიც [[1628]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთანმა [[ჩილდირის საფაშო|ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს]] გამგებლად დანიშნა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, [[რუსეთი]]ს დაპყრობამდე ([[1829]] წელი) ახალციხის ფაშებად გამაჰმადიანებული ჯაყელები იყვნენ. რუსეთის ანექსიის შემდეგ ჯაყელების ერთი შტო [[ქვაბლიანი]]ს ხეობიდან ათაბაგ-ქვაბლიანსკად იწოდებოდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყელები“-დან