ყარა-იუსუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ყარა-იუსუფი''' (გ. [[1420]]) — [[დასავლეთი]]ს [[ოღუზები|ოღუზი]] [[თურქმანები|თურქმანების]] მომთაბარე ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების — [[ყარა-ყოიუნლუ]]ს ბელადი. ყარა-იუსუფმა დაამარცხა [[ჯალაირიდები]]ს სახელმწიფოს გამგებელი [[აჰმედ ჯალაირი|აჰმედი]] და [[1410]] წელს საფუძველი ჩაუყარა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს, რომელსაც [[1420]] წლამდე განაგებდა. ყარა-იუსუფს [[შირვანი|შირვანზეც]] ეჭირა თვალი და მის დამორჩილებას აპირებდა. [[შირვანშაჰი|შირვანშაჰმა]] [[იბრაჰიმ I|იბრაჰიმმა]] [[საქართველო]]ს [[საქართველოს მეფე|მეფე]] [[კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)|კონსტანტინეს]] და [[შაქი]]ს გამგებელს [[სიდი აჰმედი|სიდი აჰმედს]] სთხოვა დახმარება. მოკავშირეებსა და ყარა-იუსუფის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირზე [[1412]] წლის დეკემბერში. გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა, მეფე კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა და ყარა-იუსუფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 300 [[ქართველები|ქართველ]] [[აზნაური|აზნაურთან]] ერთად. [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] გაერთიანებული ძალების დამარცხების შემდეგ ყარა-იუსუფმა ყურადღება [[თემურიდები|თემურიდთა]] [[ირანი]]ს სამფლობელოებზე გადაიტანა. [[შაჰრუხი|შაჰრუხთან]] (განაგებდა [[1405]]-[[1447]] წწ.) ომის დროს ყარა-იუსუფი მოკვდა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყარა-იუსუფი“-დან