კირილ ზდანევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.38.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Lukas²³-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 23:
[[1914]] წლის მაისში კირილს სამხედრო გამწვევი პუნქტიდან მოწვევა მოუვიდა და იძულებული გახდა საფრანგეთიდან შინ დაბრუნებულიყო. ის [[ჩრდილო-დასავლეთი ფრონტი (I მსოფლიო ომი)|ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე]] გაამწესეს. [[1915]]-[[1916]] წლებში კირილ ზდანევიჩის ასეულში მსახურობდა მისი უმცროსი მეგობარი ზიგმუნტ ვალიშევსკი. ამ დღეების შესახებ კირილი იგონებდა: “ცოცხალი, მხიარული, მახვილგონიერი ზიგა ალამაზებდა სანგრის ცხოვრებას”. ხელში დაჭრის შემდეგ დემობილიზებული კირილი თბილისში დაბრუნდა.
 
GEEჯKEს სამშობლოსი==სამშობლოში მოღვაწეობა==
===ფერწერა===
[[სურათი:zdan_kolau.jpg|მინი|left|180პქ|კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი]] [[1917]] წლიდან იგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა “[[ფუტურისტების სინდიკატი|ფუტურისტების სინდიკატის]]” და “[[41°]]”-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: "კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა, სიმპატიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა". ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში "ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი", ის აღნიშნავდა, რომ "ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს" და ასახელებს '''კ. ჩერნიავსკის პორტრეტს''', როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს.