მეორე პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 51 interwiki links, now provided by Wikidata on d:q6271 (translate me)
No edit summary
ხაზი 26:
ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულს ჰანიბალი იტალიისკენ დაიძრა არმიით, რომელშიც 80 ათასი ფეხოსანი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო. ალპებზე გადასვლას ჰანიბალის არმია 33 დღე მოუნდა, თან დანაკარგებიც უდიდესი იყო, ჰანიბალს მხოლოდ 20 ათასი ქვეითი, 6 ათასი ცხენოსანი და ორიოდე სპილო დარჩა.
 
რომაულ ჯართან პირველი ორი ბრძოლა [[ტრებიუსის ბრძოლა|ტრებიუსის]] და [[ტიცინუსის ბრძოლა|ტიცინუსის]] მდინარეებთან ჰანიბალმა მოიგო და მომდევნო წლის გაზაფხულზე გაილაშქრა ეტრურიისკენ. [[გაიუს ფლამინიუსი]] თავისი ჯარით დაედევნა ჰანიბალს, ამ უკანასკმელმა კი რომაელები შეიტყუა ვიწყო ველზე [[ტრასიმენის ტბის ბრძოლა|ტრასიმენის ტბასა]] და ბორცვებს შორის, სადაც სასტიკად დაამარცხა რომაელები. როდესაც რომში ამის შესახებ შეიტყვეს, ქალაქში პანიკა დაიწყო, მაგრამ ჰანიბალს არ უცდია რომის დაპყრობა, რადგან ხანგძლივი ალყა დამატებითი რესურსების გარეშე სარისკო იყო. იგი გაემართა სამხრეთით და ცდილობდა იტალიკების რომაელების წინააღმდეგ განწყობას და მათ გამოყენებას.
 
რომის ჯარს სათავეში დიქტატორი [[კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი]] ჩაუდგა. იგი ჰანიბალის ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა, ანადგურებდა სურსათის საწყობებს, თავს ესხმოდა მცირე რაზმებს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამ ტაქტიკის წარმატებულობისა, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს დიქტატორობის ვადა არ გაუგრძელეს. [[ძვ. წ. 216]] წელს არჩეული იყვნენ ახალი კონსულები, რომლებიც ერს ომის მოკლე ვადაში დასრულებას დაპირდნენ. იმავე წლის ივლისში [[კანების ბრძოლა|კანებთან]] მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ისევ გაიმარჯვა.