სინხაის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ ინფოდაფა
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|კონფლიქტი= სინხაის რევოლუცია
|ნაწილი=
|სურათი= [[ფაილი:Xinhai Revolution in Shanghai.jpg|300პქ|]]
|სათაური= სინხაის რევოლუცია შანხაიში
|თარიღი= 1911 წლის 10 ოქტომბერი – 1912 წლის 12 თებერვალი
(4 თვე და 2 დღე)
|მდებარეობა= [[ჩინეთი]]
|casus=
|შედეგი=
|ტერიტორია=
|მხარე1=
|მხარე2=
|მეთაური1=
|მეთაური2=
|ძალა1=
|ძალა2=
|დანაკარგები1=
|დანაკარგები2=
|შენიშვნა=
}}
'''სინხაის რევოლუცია''' — [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] რევოლუცია [[ჩინეთი|ჩინეთში]] [[1911]]-[[1913]] წლებში, დაამხო მანჯურიელთა [[ცინის დინასტია]] და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. რევოლუცია დაიწყო [[ძველი ჩინური კალენდარი|ძველი ჩინური კალენდრის]] მიხედვით „სინხაის“ წელს. გაპირობებული იყო მანჯურიის დინასტიის დამხობის ისტორიული აუცილებლობით, იგი მხარს უჭერდა ფეოდალურ წესებს და ამუხრუჭებდა [[კაპიტალიზმი]]ს განვითარებას ჩინეთში. რევოლუციური მამოძრავებელი ძალები იყვნენ: [[ეროვნული ბურჟუაზია]], [[გლეხობა]], [[მუშები]], [[ლიბერალი მემამულეები]]. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ [[უჩანი|უჩანში]]. ნოემბრის ბოლოს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის 15 პროვინციაში დაემხო მანჯურიის დინასტიის ხელისუფლება. აჯანყებულ რაიონებს სათავეში მოექცნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლები. [[ცინის დინასტია|ცინებმა]] მოიწვიეს რეაქციონერი [[გენერალი]] [[იუან შიკაი]] და 2 ნოემბერს [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრად]] და [[მთავარსარდალი|მთავარსარდლად]] დანიშნეს. იგი ლავირების პოლიტიკას ატარებდა ცინების მთავრობასა და რევოლუციონერებს შორის. ჩინეთის რესპუბლიკური ბანაკის წარმომადგენლებმა დაიწყეს იუან შიკაისთან მოლაპარაკება. 29 დეკემბერს აჯანყებული პროვინციების დელეგატების კრებამ ([[ნანკინი]]) ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად აირჩია [[ემიგრაცია|ემიგრაციიდან]] დაბრუნებული [[სუნ იატსენი]], მაგრამ იმპერიალისტურმა ქვეყნებმა არ ცნეს ნანკინის მთავრობა. რევოლუციური ბანაკის შემთანხმებლურმა უმრავლესობამ მოითხოვა, სუნ იატსენის ნაცვლად იუან შიკაის დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. [[1912]] წლის 12 თებერვალს მანჯურიელი [[იმპერატორი]] გადადგა ტახტიდან, ხოლო 15 თებერვალს ნანკინის კრებამ იუან შიკაი აირჩია დროებით პრეზიდენტად.