ფანასკერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 22 მარტი}}
'''ფანასკერტი''', ''ფანასკეთი, ფანასკეტი'' — [[შუა საუკუნეები]]ს უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ [[საქართველო]]ში, ისტორიულ [[ტაო]]ში (ამიერტაოში; ახლანდელი [[თურქეთი]]ს ტერიტორია). თავდაპირველად ფანასკერტი სამეფო სიმაგრე იყო. დაახლ. [[1010]] წელს [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-მ]] აქ მოიწვია „[[ფანასკერტის დარბაზობა|სადარბაზოდ]]“ უახლოესი ნათესავები — [[შავშეთი]]სა და [[კლარჯეთი]]ს მფლობელები და დაატყვევა, მხარეები კი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა (თავად ბაგრატ III ფანასკერტშივე გარდაიცვალა [[1014]] წელს). ფანასკერტის პირველი მფლობელი იყო აზნაური [[ზაქარია ასპანისძე]]. მეფე [[თამარ მეფე|თამარმა]] [[1191]] წელს აჯანყებულ ფეოდალ [[გუზან ტაოსკარელი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი ერთგულებისათვის იგი [[შავშეთი|შავშეთ]]-[[კლარჯეთი|კლარჯეთ]]-[[ტაო]]ს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა, რადგან იგი წარმოშობით ფანასკერტიდან იყო, ამიტომ ფანასკერტის ციხე მთლიანად საერისთავოს ცენტრი გახდა და სანაპირო — საერისთავოც ფანასკერტად იწოდა. [[1400]] წელს [[თემურლენგი]]ს ჯარმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ფანასკერტის ციხის აღება. [[XVI საუკუნე]]ში ფანასკერტი ოსმალეთმა დაიპყრო; ამიერიდან იგი ფანაკის ლივის (ადმინისტრაციული ერთეული) ცენტრი იყო.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფანასკერტი“-დან