უმარ იბნ ალ-ხატაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: diq:Umer bin Xetab (deleted)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:BethlehemOmarMosque.jpg|thumb|300px|ომარის მეჩეთი ბეთლემში.]]
'''ომარ იბნ ალ-ხატაბი''' ({{lang-ar|عمر بن الخطاب}}; გ. [[7 ნოემბერი]], [[644]]) — მეორე [[ხალიფა]] ([[ოთხი წმინდა ხალიფა]]).
'''ომარ იბნ ალ-ხატაბი''' (არაბ. عمر ابن الخطاب‎‎ — `Umar ibn al-Khattāb) (დ. [[581]], [[მექა]] - გ. [[3 ნოემბერი]], [[644]]) — მეორე [[ოთხი მართლმორწმუნე ხალიფა|მართლმორწმუნე ხალიფა]] ([[634]]-[[644]] წწ.), [[მუჰამედი]]ს ერთგული თანამოძმე. მის დროს არაბთა ჯარებმა დაიპყრეს ვრცელი ტერიტორიები [[აზია]]სა და [[აფრიკა]]ში. უმარმა საფუძველი ჩაუყარა არაბთა სახელმწიფო ორგანიზაციას დაპყრობილ ქვეყნებში. შეიქმნა დამორჩილებული ხალხების სახელმწიფო ექსპლუატაციისა და დამპყრობლებს შორის შემოსავლის განაწილების სისტემა, სამხედრო და სამოქალაქო ნაცვლების ინსტიტუტი, სასამართლო სისტემა, დაარსდა ქსელი სამხედრო ბანაკებისა (რომელთაგანაც წარმოიქმნენ ქალაქები: [[ქუფა]], [[ბასრა]], [[ფუსტატი]]). უმარმა შემოიღო მუსლიმანური წელთაღრიცხვა [[ჰიჯრა (კალენდარი)|ჰიჯრის]] მიხედვით. მოკლა სპარსელმა მონამ.
 
== ლიტერატურა ==
{{ვიკიფიცირება}}
{{ქსე|10|141}}
 
მუჰამედს გარდაცვალების შემდეგ ბევრი მიმდევარი დარჩა და მისი ადგილის დაკავება მათგან ბევრს სურდა. მისი „შემცვლელის“ მოძებნა გაართულა იმან, რომ მუჰამედს არ დაუსახელებია მისი საქმის მემკვიდრე. მუჰამედის მიმდევრები ორ ბანაკად დაიყვნენ, ერთი მხარს უჭერდა ალის, მოციქულის ბიძაშვილის გახალიფებას, ხოლო მეორე კი აბუ ბექრსა და ომარს. პირველმა ბანაკმა გაიმარჯვა და მთავარი პრეტენდენტები გახდნენ აბუ ბექრი და ომარ იბნ ალხატაბი, ორივე მუჰამედის მამამთილი და მეგობარი იყო. ეს ორი ადამიანი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან როგორც გარეგნობით ისევე ქცევით და მენტალობით, მათ შორის საერთო იყო ისლამი და რწმენა მუჰამედში. შეიძლება ითქვას რომ ამ ორიდან ომარი უფრო „ჭკვიანი“ და „ნიჭიერი“ იყო. ერთ–ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ომარსა და აბუ ბექრს შორის მათ რწმენაშიც მდგომარეობდა. საქმე ისაა, რომ ომარს თავიდანვე არ უღიარებია ისლამი. პირიქით ის მისი ცხარე მოწინააღმდეგეც კი იყო. ჰადისების და მიხედვით ერთხელ, როდესაც მას მოუწია შეტაკება მუჰამედის მიმდევრებთან მექაში, მას ერთ–ერთმა იქ მდგომმა უთხრა „რატომ არ იწყებ შენი დის დევნითო?“, ამის გამგონე ომარი შევარდა იქვე მცხოვრებ დის სახლში. მან შეამჩნია რომ მისი და მას რაღაცას უმალავდა, მაშინ ომარი მივარდა მას და სისხლიანმა დამ კი აჩვენა ყურანი და უთხრა „გააკეთე რაც გინდა, მაგრამ შნ ვერ ამოშლი ისლმას ჩვენი გულებიდან“. ითვლება რომ ზუსტად ამ ინცინდენტის შემდეგ გახდა ომარი მუსლიმი, ის 45 წლის იყო.
ომარი ყველაზე გონებამახვილი იყო მუჰამედის დაახლოებულ პირთაგან და მან თავიდანვე გადადგა ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. ომარმა ჩამოართვა ხელი აბუ ბექრს, რითაც ცნო ის ხალიფად. ამგვარად პირველი ხალიფა გახდა აბუ ბექრი.
 
აბუ ბექრისთვის პირველი გადასაჭრელი საკითხი გახდა თვითონ არაბული სახალიფოს შიდა საქმეების მოგვარება. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა ისევ წარმართობისკენ იბრუნა პირი და აბუ ბექრს უწევდა მათი ისლამის რჯულზე ხელახალი გადმობირება. რაც მან საკმაოდ წარმატებით მოახერხა, თუმცა მას ომარი ეხმარებოდა და სინამდვილეში ის უფრო იყო სახალიფოს მმართველი ვიდრე აბუ ბექრი. აქედან გამომდინარე სავსებით გასაგებია რომ აბუ ბექრის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მეორე ხალიფა. ომარ იბნ ალ–ხატაბის მეორე გადასაჭრელი ამოცანა გახდა არაბების ცხოვრების კეთილ მოწყობა. საქმე იმაშია, რომ ბევრი ადამიანი ისლამის რჯულზე მოექცა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ ცხოვრების გაუმჯობესებას უქადდა. მაგრამ სახალიფოში აღარ იყო საკმარისი სახსრები ყველას დასკმაყოფილებლად, ამიტომაც ომარმა წამოიწყო საგარეო დაპყრობები. მართალია არაბი ისტორიკოსები ამ დაპყრობებში ყველაზე დიდ წვლილს თვითონ ხალიფას მიაკუთვნებენ, მაგრამ სინამდვილეში ომარზე მნიშვნელოვანი როლი სახალიფოს გადიდებაში და უცხო ტერიტორიების შემომტკიცებაში შეიტანეს მისმა ჯარის სარდლებმა ხალიდ იბნ ალ–ვალიდმა და ამრმა.
არაბებმა განიზრახეს ერაყისა და სირიის დაპყრობა და ნამდვილად ის პერიოდი მათტვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. ერაყი და სირია იმ ეპოქაში ბიზანტიისა და ირანის შემადგენლობაში შედიოდნენ, ეს ორი დიდი სახელმწიფო კი ომარი ხალიფობის დროს უკვე საკმაოდ დასუსტებული იყო ერთმანეთთან წარმოებული ომისაგან. თავიდან არაბები ალ–ვალიდის მეთაურობით ერაყში შეიჭრნენ, მაგრამ საბოლოოდ ერაყის აღება ომარს ხვდა წილად, ხოლო ალ–ვალიდი ხალიფამ სირიაში გააგზავნა. ალ–ვალიდი იყო შესანიშნავი სარდალი და ის ძალიან უყვარდათ მუსლიმებს, მათთვის ის ნამდვილი გმირი იყო. ალ–ვალიდის პოპულაროა მისი წარმატებული დაპყრობების შედეგად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რამაც საბოლოდ ის ომართან გადაამტერა. საბოლოოდ ალ–ვალიდი მოკლულ იქნა. არაბები არ აღიარებენ, თუმცა დამტკიცებულია, რომ ალ–ვალიდი ომარმა მოაკვლევინა, რადგანაც ის მას დიდ კონკურენციას უწევდა და მომავალში შეიძლება შესცილებოდა ტახტთან დაკავშირებით.
რაც შეხება ამრს მას დიდი წვლილი მიუძღვის ეგვიპტის დაპყრობაში. აღსანიშნავია, რომ ამრმა ეგვიპტეში ლაშქრობა ომარისნებართვის გარეშე წამოიწყო, მაგრამ მისმა ინიციატივამ გაამართლა და საბოლოოდ ომარიც კმაყოფილი დარჩა.
არაბებმა იერუსალიმიც დაიპყრეს და ომარმა იქ ააშენა მეჩეთი, რომელიც დღემდე დგას. არის ცნობა იმის თაობაზე რომ ომარს ქალაქში ყოფნისას ეახლა პატრიარქი სოფრონიუსი, რომელმაც უთხრა რომ იქ ყოფნით ის შეურაწყოფს წმინდა მიწას.
 
ომარ პირველი მუსლიმთა მეხსიერებაში დარჩა როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხალიფა და ისლამისათვის თავდადებული მებრძოლი. ის მუსლიმებში განასკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. არაბული ისტორიოგრაფია ომარს ისლამური სახელმწიფოს ნამდვილ დამაარსებლად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ მისი მმართველობის დროს არაბები დამკბვიდრდნენ ერაყში, სირიასა და ეგვიპტეში. ომარი იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი რომელმაც შეძლო არაბული სახალიფოს ჩამოპყალიბება. აღსანიშნავია რომ სწორედ მისი მმართველობის დროს სახალიფოში შიქმნა კანონმდებლობა და ზუსტად მან შეძლო იმ ეპოქაში ყველაზე დიდი იმპერიების ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დამარცხება.
 
[[კატეგორია:არაბები]]