უდიური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
უდური ენა ითვლება უმწერლობო ენად, თუმცა დღეისათვის არსებობს ენის დამწერლობის შექმნის მცდელობები. ამჟამად, უდური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის რაიონი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში — თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს — [[საქართველო]]ში უდები ასევე ლაპარაკობენ ქართულად, [[რუსეთი|რუსეთში]] [[რუსული ენა|რუსულად]], ხოლო [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] — [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაჯანულად]].
 
უდური ენა [[კავკასიის ალბანეთი]]ს უძველესი ენაა. უდური ენის დამწერლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტს პროფ. ი.აბულაძის მიერ ”ალბანური ანბანის” აღმოჩენა წარმოადგენს. მისი შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა ა.შანიძის მიერ (”Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки” (”ენიმკი-ს”ენიმკის მოამბე”, IV, ნაკვ. I, თბილისი, 1938 წ.), თუმცა ამ საკითხის განხილვა დღესაც გვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში (იხ. ზ. ალექსიძე ”ალბანური ენის გრამატიკული და ლექსიკური აღწერა (წინასწარი შენიშვნები)” (ენათმეცნიერების ძიებანი, IV, თბილისი, 2001), ”კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა” (თბილისი, 2003), რ. ლოლუა ”კავკასიის ალბანური ანბანის რიგის დადგენისათვის” (თბილისი, 2007) და სხვ.)
 
== დიალექტები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უდიური_ენა“-დან