სფრაგისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
[[საქართველო]]ში საბეჭდავები გაჩნდა [[ძვ. წ. XIV საუკუნე]]ში ([[ხოვლე]]ს, [[გუდაბერტყა]]ს, ჭადიჯვრის, [[უფლისციხე|უფლისციხის]] და სხვა არქეოლოგიური მასალა.) და, როგორც ჩანს, ფართო გამოყენება ჰქონდა ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI-IV სს.) პერიოდიდან. ამ ხანიდან მოკიდებული გვხვდება წარწერებიანი (ბერძნული), მათ შორის მფლობელისსახელიანი საბეჭდავები ([[ვანი]]ს, [[არმაზისხევი]]ს, [[ზღუდერი]]ს, [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) |ურბნისი]]ს არქეოლოგიური მასალა). ელინისტური ხანიდან კი უკვე არის საბეჭდავების პრაქტიკული გამოყენების ნივთიერი საბუთები: ანაბეჭდები [[კავთისხევი]]ს [[ციხიაგორა|ციხიაგორის]] კედლის შელესილობაზე (ძვ. წ. IV-III სს.). თიხის [[ბულა]] რომაული საბეჭდავის ანაბეჭდებით [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) |ურბნისი]]ს ნაქალაქარიდან (ახ. წ. [[II საუკუნე]]), თიხის ბულები [[სასანიანთა იმპერია|სასანური]] საბეჭდავების ანაბეჭდებით ურბნისის ნაქალაქარიდან და ყათნალიხევიდან ([[უფლისციხე]], V-VII საუკუნეები), ლითონის შეკიდული ბეჭდები ბერძნული წარწერებით [[აფხაზეთის სამეფო|აფხაზეთის]] მმართველის [[კონსტანტინე II (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინესი]] (VII-VIII საუკუნე) და ეპისკოპოს თევდორესი (VI-VII საუკუნე) ძველი [[პიტიუნტი]]ს ტერიტორიიდან, პეტრე ეპისკოპოსისა (VI-VII საუკუნე) ძველი ანაკოფიიდან ([[ახალი ათონი]]), [[ეგრისის სამეფო]]ს მმართველის [[სერგი ბარნუკის ძე|სერგი ბარნუკის ძისა]] (VII-VIII საუკუნეები) ეგრისის დედაქალაქ [[არქეოპოლისი]]დან ([[ნოქალაქევი]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი]]).
 
ქართულწარწერიანი (ლეგენდიანი) საბეჭდავები დღემდე ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორრჩენილი. მოღწეულია ერთეული ნიმუშები განვითარებული შუა საუკუნეების ხანიდან; მაგალითად, [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]] ([[1156]]-[[1184]] წწ.) წარწერიანი საბეჭდავი-ბეჭედი, ამავე ხანის რამდენიმე საბეჭდავი-ბეჭედი, რომელზეც ამოკვეთილია დაქარაგმებული ასომთავრული წარწერები. არის უფრო მოგვიანო ნიმუშები ([[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] სს.). [[XIX საუკუნე]]ში ქართულწარწერიან საბეჭდავებთან ერთად გავრცელდა ევროპული ტიპის რუსული ან ლათინურწარწერიანი, ან მონოგრამებიანი საბეჭდავებიც. ჩვენამდე მოღწეულ საბუთებზე ქართულწარწერიანი ბეჭდების უძველესი ნიმუშები [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] 70-იანი წლებიდან გვხვდება.
 
==ბეჭდის ფორმები ==
 
 
 
ჩვენამდე მოღწეულ საბუთებზე ქართულწარწერიანი ბეჭდების უძველესი ნიმუშები XV ს.-ის 70-იანი წლებიდან გვხვდება. ამ დროიდან მოყოლებული, ქართული ბეჭდების ხმარება საბუთებში სისტემატიურ ხასიათს იღებს.
 
ქართულ ბეჭდებს ფორმის მიხედვით 2 ჯგუფად ყოფენ:
Line 33 ⟶ 31:
ქართულ სფრაგისტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ლეგენდა ორ- ან მრავალენოვანია. ძირითადად ეს ეხება სამოხელეო და მოქალაქეების ბეჭდებს. სამეფო ქართულ ბეჭდებში ასეთი შემთხვევები, ორიოდე გამონაკლისის გარდა, არ გვაქვს.
 
==ბეჭდის ლეგენდები==
ლეგენდების შინაარსის მიხედვით ქართული ბეჭდები შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს:
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სფრაგისტიკა“-დან