სფრაგისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
სფრაგისტიკული მასალა მნიშვნელოვანი წყაროა, გამოყენებითი ხელოვნების, [[ჰერალდიკა|ჰერალდიკის]], [[ნუმიზმატიკა|ნუმიზმატიკის]], [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკის]], [[გლიპტიკა|გლიპტიკის]], [[ონომასტიკა|ონომასტიკისა]] და ძველი არქივების შედგენილობის შასასწავლად.
 
==სფრაგისტიკა საქართველოში ==
[[საქართველო]]ში საბეჭდავები გაჩნდა [[ძვ. წ. XIV საუკუნე]]ში ([[ხოვლე]]ს, [[გუდაბერტყა]]ს, ჭადიჯვრის, [[უფლისციხე|უფლისციხის]] და სხვა არქეოლოგიური მასალა.) და, როგორც ჩანს, ფართო გამოყენება ჰქონდა ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI-IV სს.) პერიოდიდან.
 
[[საქართველო]]ში საბეჭდავები გაჩნდა [[ძვ. წ. XIV საუკუნე]]ში ([[ხოვლე]]ს, [[გუდაბერტყა]]ს, ჭადიჯვრის, [[უფლისციხე|უფლისციხის]] და სხვა არქეოლოგიური მასალა.) და, როგორც ჩანს, ფართო გამოყენება ჰქონდა ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI-IV სს.) პერიოდიდან. ამ ხანიდან მოკიდებული გვხვდება წარწერებიანი (ბერძნული), მათ შორის მფლობელისსახელიანი საბეჭდავები ([[ვანი]]ს, [[არმაზისხევი]]ს, [[ზღუდერი]]ს, [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) |ურბნისი]]ს არქეოლოგიური მასალა). ელინისტური ხანიდან კი უკვე არის საბეჭდავების პრაქტიკული გამოყენების ნივთიერი საბუთები: ანაბეჭდები [[კავთისხევი]]ს [[ციხიაგორა|ციხიაგორის]] კედლის შელესილობაზე (ძვ. წ. IV-III სს.). თიხის [[ბულა]] რომაული საბეჭდავის ანაბეჭდებით [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) |ურბნისი]]ს ნაქალაქარიდან (ახ. წ. [[II საუკუნე]]), თიხის ბულები [[სასანიანთა იმპერია|სასანური]] საბეჭდავების ანაბეჭდებით ურბნისის ნაქალაქარიდან და ყათნალიხევიდან ([[უფლისციხე]], V-VII საუკუნეები), ლითონის შეკიდული ბეჭდები ბერძნული წარწერებით [[აფხაზეთის სამეფო|აფხაზეთის]] მმართველის [[კონსტანტინე II (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინესი]] (VII-VIII საუკუნე) და ეპისკოპოს თევდორესი (VI-VII საუკუნე) ძველი [[პიტიუნტი]]ს ტერიტორიიდან, პეტრე ეპისკოპოსისა (VI-VII საუკუნე) ძველი ანაკოფიიდან ([[ახალი ათონი]]), [[ეგრისის სამეფო]]ს მმართველის [[სერგი ბარნუკის ძე|სერგი ბარნუკის ძისა]] (VII-VIII საუკუნეები) ეგრისის დედაქალაქ [[არქეოპოლისი]]დან ([[ნოქალაქევი]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი]]).
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სფრაგისტიკა“-დან