ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: [[დანია]]ში ([[კოპენჰაგენი]]), [[აშშ]]-ში ([[ვაშინგტონი]]), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ([[დელი]]), [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აღმოსავლეთ რეგიონში ([[ალექსანდრია]]), [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] დასავლეთ რეგიონში ([[მანილა]]), [[აფრიკა]]ში ([[ბრაზავილი]]).<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7584 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>
 
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია [[1992|1992 წლიდან]]. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო ოფისი [[საქართველო]]ში დაარსდა [[1993|1993 წელს]]. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით, [[საქართველო]] მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც მოიცავს 53 წევრ ქვეყანას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების ძირითადი განმახორციელებელია.<ref>[http://mfa.gov.ge/index.php?sec_id=572&lang_id=GEO ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო]</ref>
 
== სქოლიო ==