ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა [[1998|1998 წელს]]. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს [[ადამიანი|ადამიანთა]] [[ჯანმრთელობა|ჯანმრთელობის]] ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. [[ჯანმრთელობა]] აღიქმება, როგორც ადამიანური განვითარების უმთავრესი კომპონენტი.<ref>[http://mfa.gov.ge/index.php?sec_id=572&lang_id=GEO ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო]</ref>
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: [[დანია]]ში ([[კოპენჰაგენი]]), [[აშშ]]-ში ([[ვაშინგტონი]]), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ([[დელი]]), [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აღმოსავლეთ რეგიონში ([[ალექსანდრია]]), [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] დასავლეთ რეგიონში ([[მანილა]]), [[აფრიკა]]ში ([[ბრაზავილი]]).
 
== სქოლიო ==