კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
MI-6-ისათვის ცნობილი ხდება, რომ დიმიტროსი პირდაპირ კავშირში იყო ლე შიფრთან, ტერორისტულ დაჯგუფებათა მსხვილ ბანკირთან, რომელსაც აფრიკელი ტერორისტების ვალი დარჩა - 106.206.000 აშშ დოლარი. რა „დაიბრუნოს“ ეს ფული, ლე შიფრი აწყობს პოკერის ტურნირს ცნობილ კაზინო როიალში, რომელიც ჩერნოგორიაში მდებარეობს. MI-6 იქ ბონდს მიავლენს, როგორც ბანქოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. ფულს, რომელიც ბონდს ტურნირზე მოსახვედრად სჭირდება, აგენტს გადასცემს იდუმალი ვესპერ ლინდი. თამაშის მსვლელობისას ჯეიმზი აღმოაჩენს, რომ ლე შიფრი სხვა მოთამაშეთა მოტყუებისას ნერვული ქცევით გამოირჩევა. ერთ-ერთი შესვენებისას ბონდი, მატისის დახმარებით, ლე შიფრის ინგალატორზე ამაგრებს სათვალთვალო ჩიპს. მისი დახმარებით ის დაადგენს ტერორისტის სასტუმროს ნომერს, მიემართება იქ და ესმის ყვირილები. ვესპერს და მას თავს ესხმის ორი უგანდელი აჯანყებული, რომლებიც ასევე მოატყუა ლე შიფრმა. ბონდი ორივეს კლავს. თამაშის ერთ-ერთი პარტიისას ჯეიმზს წამლავენ, მაგრამ ვესპერისა და MI-6-ის დახმარებით, იგი გადაურჩება გულის გაჩერებას. შემდეგი თამაშისას ბონდი ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ მთელ თანხას აგებს. იგი ვარაუდობს, რომ მის გეგმებზე ლე შიფრს ვიღაცამ უამბო.
ლინდი უარს ეუბნება ბონდს დამატებითი 5 მილიონი დოლარის გადაცემაზე და 007 სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგამს - აპირებს ლე შიფრის მოკვლას. ბონდს ეხმარება ცსბ-ს აგენტი ფელიქს რეიტერი, რომელიც ასევე გააგზავნეს ლე შიფრის ფულის მოსაგებად. მაგრამ მისი საქმეები არც თუ კარგად მიდის და ამიტომ იგი ბონდს სთავაზობს შემდეგ გეგმას - ლეიტერი ბონდის თამაშს დააფინანსებს, მაგრამ ჯეიმზის მოგების შემთხვევაში ლე შიფრს აიყვანს ცსბ, ხოლო 007 მიიღებს ფულს. ტურნირის ბოლოს ბონდი იგებს მთელ თანხას, 100 მილიონზე მეტ დოლარს. ლე შიფრი გადადის უფრო მძაფრ გეგმაზე - იტაცებს ვესპერ ლინდს და ავტომანქანით გარბის. ბონდი მათ საკუთარი „ასტონ მარტინით“ მისდევს და აღმოაჩენს, რომ ვესპერი შუა გზაზეა დატოვებული, დაბმულ მდგომარეობაში. რათა არ დაეჯახოს მას, ბონდი ტრასიდან გვერდზე ეშვება. მას პოულობენ ლე შიფრის მცველები და მიჰყავთ უცნობ ადგილზე, სადაც ლე შიფრი მას თავად აწამებს, რათა დაადგინოს იმ ანგარიშის პაროლი, რომელზეც ინახება მთელი მოგებული თანხა. უეცრად ჩნდება მკვლელი, რომელიც კლავს ლე შიფრს. სამედიცინო დახმარების შემდეგ ჯეიმზი ისვენებს
მ. უამბობს ბონდს, რომ ვესპერმა მთელი [[ფული]] მოიპარა მისთვის, რათა ჯეიმზისათვის არაფერი ევნოთ. ბონდი [[მობილური ტელეფონი|მობილურ ტელეფონზე]] აღმოაჩენს ვინმე მისტერ უაიტის ტელეფონის ნომერს, რომელიც სიკვდილის წინ ვესპერმა გამოუგზავნა. საკუთარ მამულში მისტერ უაიტი იღებს ყურმილს და ესმის ბონდის ხმა. ჯეიმზი ესვრის მას. უაიტი დაჭრილია და ცდილობს სახლში შეღწევას. სახლის კიბეებზე მისულს ბონდი დაადგება და მიმართავს: „მე ვარ ბონდი. ჯეიმზ ბონდი“. ეს მოვლენები გრძელდება ფილმში „[[უმნიშვნელო ნუგეში]]“.
==როლები==
|