კოლონიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:World 1914 empires colonies territory.PNG|მინი|300პქ|კოლონიური იმპერიების რუკა, 1914]]
[[ფაილი:Colonialism in 1945 updated legend.png|მინი|300პქ|კოლონიური იმპერიების რუკა, 1945]]
'''კოლონიალიზმი''' — [[ეკონომიკა|ეკონომიკურად]] სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და იმპერიალისტური ქვეყნისათვის მათი დამორჩილების პოლიტიკა.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=19779 კოლონიალიზმი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო ტიპის დასახლებებს, რომლებიც იქმნებოდა უმთავრესად [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ეპოქაში]] რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაზიის გზით. ეს [[კოლონია|კოლონიები]], როგორც წესი, მეტროპოლიებისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ანდა მათი მოსახლეობა ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორც მეტროპოლიებში. თავისებურ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ [[ძველი რომი|რომი]] და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც მიზნათ ისახავდნენ დაპყრობილი ქვეყნების ძარცვასა და მონების ხელში ჩაგდებას. ფეოდალიზმის ეპოქაში [[XV საუკუნე|XV საუკუნემდე]] კოლონიური პოლიტიკა არ იყო დიდად განვითარებული, რადგანაც ნატურალური მეურნეობა ვერ ქმნიდა სათანადო სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებს.<ref name="qse" />
 
მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო ჯერ კიდევ კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში, [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს დროს. პირველი კოლონიური იმპერიები — ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს კვალდაკვალ. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ბოლოსა და [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური სახელმწიფო დაწინაურდა [[ჰოლანდია]], რომელმაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის კოლონიური ჰეგემონია დაამხო [[ინგლისი|ინგლისმა]] ინგლის-ჰოლანდიის ომების შედეგად.<ref name="qse" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლონიალიზმი“-დან