ტუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

33 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Tufo Necropoli della Banditaccia.JPG|მინი|ტუფის წყობა]]
'''ტუფი''' ({{lang-it|tufo}}) — მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება [[ვულკანი]]ს ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის ([[ვულკანური ფერფლი]], [[წიდა]], [[ლაპილი|ლაპილები]] და სხვა) შეცემენტების შედეგად. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა. გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და ბეტონის შემავსებელი. [[საქართველო]]ში ცნობილია ტუფის მრავალი სახეოსხვაობა. საბადოთაგან აღსანიშნავია: თეძმის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტუფი), სამშვილდის (ყვითელი ტუფი) და სხვა.<ref>{{ქსე|10|81||არა}}</ref> ყვითელი დეკორატიული ეგრეთ წოდებული [[ბოლნისის ტუფი]] პეტროგრაფიულად განეკუთნება [[ტუფლავა]]ს ან [[ლავა]]ს. ბოლნისის ტუფის საბადო [[თბილისი]]დან 60 კმ-ზე მდებარეობს [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი]]ს სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.<ref>{{ქსე|2|454|ნადარეიშვილი გ.|არა}}</ref> [[თეძმის ტუფი]] ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანია.<ref>{{ქსე|4|670|ქოიავა ვ.|არა}}</ref>
 
== სქოლიო ==